ჩემპიონთა ლიგის წილისყრაზე "ბაიერნს" შოტლანდიური "სელტიკი" შეხვდა!
ვენსან კომპანის გუნდი ფავორიტად მიიჩნევა, მაგრამ "სელტიკი" არასდროს არის იოლი მეტოქე, განსაკუთრებით საკუთარ სტადიონზე, სადაც ატმოსფერო მეტოქეებისთვის ნამდვილ გამოცდად იქცევა.
"ბაიერნი" ეცდება, რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად დახუროს ეს დუელი და მორიგ ეტაპზე გავიდეს.
პირველი მატჩი შოტლანდიაში, 11/12 თებერვალს გაიმართება.
მეორე კი მიუნხენში, ალიანც არენაზე 18/19 თებერვალს.