ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში გერმანიის ეროვნული ნაკრები საფრანგეთს დაუპირისპირდება.
მატჩამდე ბუნდესნაკრების კაპიტანმა, მანუელ ნოიერმა პრესკონფერენცია ჩაატარა.
"შეხვედრისთვის ყველა ჩვენგანი მზად არის. ტოპ კლუბის წინააღმდეგ ვითამაშებთ და ვიცით, რისი მოლოდინი უნდა გვქონდეს."
"გუნდში დიდებული განწყიბაა. მხოლოდ და მხოლოდ დადებითი შედეგისთვის ვიბრძოლებთ."
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მატჩზე გულშემატკივრები იქნებიან. ეს ძალიან კარგ ატმოსფეროს შექმნის. სახლში თამაში ფანების წინაშე რაღაც განსხვავებულია."
"პსჟმ წელს გამოგვაგდო ჩემპიონთა ლიგიდან. გასულ წელს ჩვენ დავამარცხეთ ისინი. ვიცით, რას წარმოადგენს მბაპე და მას ვაფასებთ. თუმცა, ფრანგებს ყველა პოზიციაზე დიდებული ფეხბურთელები ჰყავთ."
"არავისი არ გვეშინია. მეტოქეს დიდ პატივს ვცემთ, თუმცა აუტსაიდერები არ ვართ." - აცხადებს ნოიერი.
ბოლო პერიოდში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კინგსლი კომანი ზაფხულში მიუნხენის "ბაიერნს" დატოვებს.
ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კონტრაქტია. ფრანგი ვინგერი გაზრდილ ხელფასს ითხოვს. მას სურს ისეთივე ანაზღაურება, როგორიც რობერტ ლევანდოვსკის, მანუელ ნოიერს და გუნდის სხვა ტოპ ფეხბურთელებს აქვთ.
თავის მხრივ "ბაიერნი" კომანს წელიწადში 12 მილიონ ევროს სთავაზობთ. მიმდინარე კონტრაქტის ვადა კი 2022 წელს იწურება.
ამის მიუხედავად, "რეკორდმაისტერი" ფრანგის გაყიდვას ზაფხულში 100 მილიონ ევროზე ნაკლებად არ აპირებს. იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი სახის წინადადებას კლუბი არ მიიღებს, მაშინ კომანი მიუნხენში დარჩება და მხარეები კონტრაქტის გახანგრძლივებაზე გააგრძელებენ დიალოგს.
შეგახსენებთ, რომ ფრანგის დამატებით "ჩელსი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" არიან დაინტერესებული.
ოფიციალურად: ქართველი ფეხბურთელი ნიკა ნოზაძე ბაიერნის (U19) გუნდს შეუერთდება.
საქმე იმაშია, რომ გერმანულმა კლუბმა გადაწყვიტა 15 სხვადასხვა ქვეყნიდან 15 მოთამაშის შერჩევა, რომლებიც სპეციალურ მომზადებას გაივლიან და 'ბაიერნის მსოფლიო U19' გუნდში ითამაშებენ. სიაში, ქართველი ფეხბურთელიც მოხვდა, რომელმაც 1 200-ზე მეტ აპლიკანტს აჯობა.
ნიკა ნოზაძე ბაიერნის შეკრებაზე 28 ივნისს მექსიკაში გამეგზავრება. აგვისტოში გავიგებთ დააკმაყოფილებს თუ არა ნიკა გერმანული კლუბის მოთხოვნებს.
აქამდე, ახალგაზრდა ტალანტი გაგრას ასაკობრივ გუნდში გამოდიოდა.
მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა მწვრთნელმა, ოტმარ ჰიტცფელდმა ჰანსი ფლიკი გააკრიტიკა.
"ნამდვილად არ მესმის რატომ მოიქცა ფლიკი ასე და ვერც ვერასდროს გავიგებ."
"მან "ვოლფსბურგთან" მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ კლუბის დატოვება სურდა, თავად კლუბში კი ამის შესახებ არც კი იცოდნენ."
"ჩემთვის დაუჯერებელი გადაწყვეტილებაა. რატომ უნდა წახვიდე "ბაიერნიდან" გერმანიის ნაკრებში ასეთ დროს. დარჩენის შემთხვევაში მას შეეძლო გუნდის ისტორიული პიროვნება, სახე გამხდარიყო." - აცხადებს ჰიტცფელდი.
ევროპის ჩემპიონატის საწყის მატჩებს გერმანიის ეროვნული ნაკრები დიდი დანაკლისით ხვდება.
გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, ლეონ გორეცკა ტრავმირებულია და დაბრუნების ზუსტი დრო უცნობია.
26 წლის ნახევარმცველმა დაზიანება 8 მაისს მიიღო და ვარაუდობდნენ, რომ ევროპის ჩემპიონატამდე სრულად გამოჯანმრთელებას მოახერხებდა, თუმცა, პროგნოზი ვერ გამართლდა.
როგორც ცნობილია, გორეცკა გახსნით ორ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს. არადა, გერმანიის ნაკრები პირველ ტურში საფრანგეთს, მეორეში კი პორტუგალიას უპირისპირდება.
ჯერ-ჯერობით უცნობია, მოახერხებს თუ არა გორეცკა დაბრუნებას ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, უნგრეთის წინააღმდეგ.
მიუნხენის "ბაიერნის" რადარზე მადრიდის "ატლეტიკოს" ვარსკვლავი, საულ ნიგესი გამოჩნდა.
მოგეხსენებათ, "რეკორდმაისტერი" უკვე დიდი ხანია, რაც ახალ ცენტრალურ ნახევარმცველს ეძებს. ევროპული გამოცემების ინფორმაციით კი ერთ-ერთი სამიზნე სწორედ ესპანელი ფეხბურთელია.
წყაროს ცნობით, საულის გაყიდვა თავად "როხიბლანკოს" გეგმებშიც შედის და სასურველი შეთავაზების შემთხვევაში მის გასაშვებად მზად არიან.
როგორც ცნობილია, საულ ნიგესის დამატება "ბაიერნის" გარდა ასევე "პსჟს" და ლონდონის "ჩელსისაც" სურთ.