bayern.ge სიახლეები გვერდი 367
ყოფილი აგენტი: "ლევანდოვსკის ოცნება ამ კლუბში თამაშია"
ბოლო დროს აქტიურად მიდის საუბრები იმის შესახებ, რომ რობერტ ლევანდოვსკის დამატება არაერთ ევროპულ გრანდს სურს.

ამ ფონზე პოლონელის ყოფილმა აგენტმა, სეზარ კუხაროვსკიმ განაცხადა, რომ ფეხბურთელის ოცნების კლუბი მადრიდის "რეალია".

"როდესაც ლევანდოვსკი გერმანიაში გადმობარგდა, გეგმა ჰქონდა. ჯერ "დორტმუნდში" უნდა ეთამაშა, შემდეგ "ბაიერნში" ბოლოს კი - "რეალში".

"დასამალი არ არის, რომ რობერტის ყველაზე დიდი ოცნება სწორედ "სამეფო კლუბში" თამაშია. თუმცა, ახლა სიტუაცია განსხვავებულია."

"ესპანურ კლუბებს ფინანსურად ძალიან უჭირთ და მეეჭვება, ლევანდოვსკი ოდესმე "რეალში" ვიხილოთ." - აცხადებს აგენტი.
ნოიერი ალისონის გოლზე: "ყველა მეკარე ოცნებობს ასეთ მომენტზე"
პრემიერლიგის გასულ ტურში "ლივერპულის" კიპერმა, ალისონ ბეკერმა ბოლო წუთზე "ვესტ ბრომვიჩის" კარის დალაშქვრა მოახერხა და გუნდს 3 ქულა მოუპოვა.

ამ იშვიათ მოვლენას "ბაიერნის" მეკარე, მანუელ ნოიერი გამოეხმაურა.

"მე მას მივულოცე და რამდენიმე მესიჯი გავცვალეთ. ყველა მეკარე ოცნებობს ბოლო წუთზე გამარჯვების მომტანი გოლის გატანაზე."

"როგორც წესი მეკარეები მეტოქის საჯარიმოში მაშინ ჩადიან, როდესაც აგებენ, თუმცა, ამ შემთხვევაში "ლივერპულს" ლიგის საგზურისთვის მოგება სჭირდებოდა და ალისონი სწორად მოიქცა."

"უბრალოდ ფენომენალურია. მან ბრწყინვალე თავური შეასრულა. სრულიად ნასიამოვნები ვარ ამ მომენტით. ალისონი დიდებული ადამიანია და ეს დაიმსახურა." - აცხადებს ნოიერი.
ოფიციალურად: სეზონის ბოლოს "ბაიერნის" რიგებს კიდევ ერთი წევრი დატოვებს
მიროსლავ კლოზე გერმანული ფეხბურთისა და "მიუხენის" ბაიერნის ერთ-ერთი ლეგენდაა. მან მსოფლიოს თავი მაღალი კლასითა და გამორჩეული საფეხბურთო უნარებით დაამახსოვრა.

კლოზემ გერმანულ გამოცემა kickers-თან დაადასტურა, რომ ბაიერნთან კონტრაქტის გახანგრძლივება აღარ სურს და ამ სეზონის შემდეგ ის მიუხენურ გუნდს დატოვებს.

ის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელის, ჰანს ფლიკის, ასისტენტი გახლდათ.

როგორც მოგეხსენებათ, ამ სეზონის დასრულების შემდეგ ჰანს ფლიკს "ბაიერნში" იულიან ნაგელსმანი შეცვლის და აქედან გამომდინარე, მიროსლავ კოლზემაც კონტრაქტის გახანგრძლივება არ ისურვა.
ბუნდესლიგაში ლევანდოვსკი გამოარჩიეს
33-ე ტურის შეხვედრაში "ბაიერნმა" სტუმრად "ფრაიბურგს" დაძაბული ფრე, 2-2, ეთამაშა.

აღსანიშნავია რობერტ ლევანდოვსკის თამაში. როგორც მოგეხსენებათ, მას ერთი გოლი აკლდა, ლეგენდარული გერმანელის, გერდ მიულერის რეკორდამდე. 26-ე წუთზე გატანილი პენალტით კი შეძლო მისი გამეორება.

რობერტ ლევანდოვსკი ამ უმნიშვნელოვანესი მიღწევისა და კარგი თამაშის გამო ტურის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.

იმ შემთხვევაში, თუ პოლონელი შემდეგ ტურშიც შეძლებს მეტოქის კარის აღებას, ის ყველა დროის საუკეთესო შედეგს დააფიქსირებს.
ლევანდოვსკის დამატებით კიდევ ერთი გრანდი დაინტერესდა
მიუნხენის "ბაიერნის" თავდამსხმელის, რობერტ ლევანდოვსკის დამატებით კიდევ ერთი ევროპული გრანდი დაინტერესდა.

ფრანგული გამოცემა L'equipe-ს ინფორმაციით, ამჯერად 33 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი "პსჟს" სურს.

წყაროს ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ ზაფხულში პარიზელთა რიგებს კილიან მბაპე დატოვებს, მაშინ კლუბის პირველი სამიზნე სწორედ პოლონელი იქნება.

"პსჟს" ლევანდოვსკის შეძენა გასულ წლებშიც სურდა და არ გამოუვიდა. თუმცა, ახლა ფეხბურთელს "ბაიერნთან" კონტრაქტის ვადა უმცირდება, რაც მისი წასვლის შანსებს ზრდის.

შეგახსენებთ, რომ ლევანდოვსკის დამატება ლონდონის "ჩელსისაც" სურს.
"ფრაიბურგი" - "ბაიერნი" სავარაუდო შემადგენლონა
ბუნდესლიგის 33-ე ტურში აწ უკვე ჩემპიონი "ბაიერნი" "ფრაიბურგს" ესტუმრება.

წინა ტურში "ბაიერნმა" გლადბახის "ბორუსია" გააცამტვერა, ექვსი უპასუხო გოლი გაუტანა და გაჩემპიონდა ორი ტურით ადრე ბუნდესლიგის დამთავრებამდე.

kickers-მა დააანონსა ის ძირითადი შემადგენლობები, რომლითაც სავარაუდოდ წარდგებიან გუნდები ერთმანეთის პირისპირ.

"ბაიერნის" შემადგენლობა კი ასეთია: ნოიერი - პავარი, ბოატენგი, ერნანდესი, დევისი, - კიმიხი, ალაბა - გნაბრი, მიულერი, კომანი - ლევანდოვსკი.

მიუხენელებს დუგლას კოშტა, ნიანზუ და გორეცკა დააკლდებიან.

შეგახსენებთ, რომ რობერტ ლევანდოვსკის ერთი გოლი აშორებს ლეგენდარული გერმანელის გერდ მიულერის რეკორდამდე და ძალიან მონდომებული იქნება, რომ ეს გოლი ამ ტურშივე გაიტანოს.
ფილიპ ლამი: "ლაიფციგიდან ბაიერნში ამ ერთ ფეხბურთელს გადმოვიყვანდი"
გერმანული ფეხბურთის და მიუხენის "ბაიერნის" ყოფილმა მარჯვენა მცველმა, ფილიპ ლამმა, "ლაიფიციგის" ფეხბურთელ, დანი ოლმოზე, ისაუბრა.

ფილიპმა არ დამალა, რომ ის მოხიბლულია ახალგაზრდა ნახევარმცველის უნარებით და დიდი სიამოვნებით იხილავდა მას მიუნხენში.

"ბაიერნში ტრანსფერისთვის მე დანი ოლმოს ავირჩევდი. ის ტექნიკურად ძალიან კარგი ფეხბურთელია და გადამწყვეტი პასების გაკეთება შეუძლია." - აცხადებს ლამი.

ლამი ამბობს, რომ დანი ოლმოს ძალიან კარგი ვარჯიშები აქვს ესპანეთში გავლილი და ის იმედოვნებს, რომ ერთ დღესაც დანი "ბაიერნისათვის" იბრძოლებს.

ჰანსი ფლიკს კიდევ ერთი მსურველი გამოუჩნდა
გამოცემა ESPN-ის ინფორმაციით, მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელის, ჰანსი ფლიკის დამატებით კატალონიის "ბარსელონა" დაინტერესდა.

მოგეხსენებათ, სეზონის დასრულების შემდეგ 53 წლის სპეციალისტი "რეკორდმაისტერის" რიგებს დატოვებს და მას იულიან ნაგელსმანი ჩაანაცვლებს.

წყაროს ცნობით, "ბლაუგრანა" უკვე დაუკავშირდა ფლიკის აგენტს და შეთავაზება გაუკეთა. თუმცა, სავარაუდოდ, ესპანური გრანდი უარს მიიღებს.

კატალონიური გრანდის პრეზიდენტი, ხოან ლაპორტა მოხიბლულია გერმანელი მწვრთნელების შედეგებით ბოლო პერიოდში და როგორც ცნობილია, მან ნაგელსმანის გადაბირებაც ცადა, თუმცა უშედეგოდ.

ფლიკის დამატებით ყველაზე მეტად გერმანიის ნაკრები არის დაინტერესებული და დიდი ალბათობით, ის სწორედ ბუნდესნაკრებს ჩაიბარებს.
მინცლაფი: "ნაგელსმანი ბაიერნში ამ პირობით გავუშვით"
ცნობილია, რომ მიუხენის "ბაიერნს" მომავალი სეზონიდან ახალი მწვრთნელი, იულიან ნაგელსმანი გაწვრთნის, რომელმაც თავი "ლაიფციგში" წარმატებული მუშაობით და  ლამაზი, შემტევი, გერმანული სტილის საფეხბურთო ტაქტიკით დაგვამახსოვრა.

"ლაიფციგის" აღმასრულებელი დირექტორი, ოლივერ მინცლაფი იმ შეხვედრაზე საუბრობს, რომელიც იულიან ნაგელსმანის დანიშვნამდე შედგა ოლივერ კანთან.

მინცლაფი აცხადებს, რომ ის და ოლივერ კანი სხვადასხვა აზრზე იყვნენ პირველი შეხვედრისას, თუმცა ხალნგრძლივი საუბრის შემდეგ მაინც შეთანხმდნენ. იულიან ნაგელსმანს" "ბაიერნის" გაწვრთნა ოცნებად ჰქონდა, რომელიც მინცლაფს 2019 წელს გაუმხილა და ზუსტად ერთ-ერთი მიზეზიც ეს იყო მინცლაფის თანხმობისა ნაგელსმანის გაშვების თაობაზე.

ნაგელსმანმა შანსი მიიღო და მინცლაფმაც რა თქმა უნდა არ დააკავა იგი, თუმცა ორი პირობა მაინც წამოაყენა: პირველ, რიგში გადასახადი გადაჭარბებულიც კი უნდა ყოფილიყო და მეორე პირობა იყო ის, რომ თასის ნახევარფინალამდე ვერდერის "ბრემენის" წინააღმდეგ ბევრი რამისათვის უნდა მოეფინათ ნათელი "ბაიერნის" წარმომადგნელებს და მათი შემოთავაზება ჩამოყალიბებული უნდა ყოფილიყო კარგი გადასახადით. 

როგორც ჩანს, ორივე პირობა ოლივერ კანისა და "ბაიერნის" წარმომადგენლების მიერ შესრულდა და მომავალი სეზონიდან იულიან ნაგელსმანს მიუხენის "ბაიერნის" თავკაცად ვიხილავთ.


რამდენად რეალურია კამავინგას ტრანსფერი "ბაიერნში"
ედუარდო კამავინგა თანამედროვე ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავად ითვლება. 18 წლის ახალგაზრდა ამ სეზონს წარმატებულად ატარებს და მრავალი გრანდის ყურადღებასაც იქცევს.

ყურადღება სერიოზულ ინტერესშიც გადაიზარდა და მასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებიც მიმდინარეობს რამდენიმე გრანდთან.

მისი აგენტი, ჯონათან ბარნეტი, გვამცნობს, რომ "პსჟს", მადრიდის "რეალს" და მიუხენის "ბაიერნს" კამავინგა დამატება სურთ, თუმცა "ბაიერნის" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ 25 მილიონ ევროზე მეტის გადახდა არ სურთ.

"რენს" უნდა კამავინგა ამ ზაფხულშივე გაყიდოს, რადგან ახალგაზრდა ფეხბურთელს მხოლოდ ერთი წელიღა აკავშირებს კონტრაქტის მიხედვით გუნდთან.

საინტერესოა, თუ სად ვიხილავთ 18 წლის ტალანატს შემდეგ სეზონში და რა თანხის სანაცვლოდ გაყიდის მას "რენი".
რამდენი გოლი აკლია ლევანდოვსკის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირობამდე
მიუნხენის "ბაიერნის" ლიდერი, რობერტ ლევანდოვსკი ერთ სეზონში გატანილი გოლებით ბუნდესლიგის რეკორდის დასამყარებლად იბრძვის, თუმცა, არ არის გამორიცხული, მომავალში მან კიდევ ერთ საოცარ რეკორდზე გაიწიოს.

კერძოდ, პოლონელ ფორვარდს ბუნდესლიგაში უკვე 275 გოლი დაუგროვდა, რითაც ის ისტორიაში მე-2 ადგილზე იმყოფება და მხოლოდ გერდ მიულერს ჩამორჩება.

ლეგენდარულმა ფორვარდმა 1965-78 წლებში გერმანიის ჩემპიონატში 365 გოლი გაიტანა, რაც მართლაც წარმოუდგენელი ციფრებია.

იმის გათვალისწინებით, თუ ასაკის მატებასთან ერთად როგორ ფორმაში შევიდა ლევანდოვსკი, არ არის გამორიცხული, რომ მან "ბაიერნში" ყოფნის პერიოდში 90 გოლის გატანა მართლაც მოახერხოს.

ბუნდესლიგის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირთა ათეული სრულად შემდეგნაირად გამოიყურება:

საფრანგეთის ნაკრებში "ბაიერნის" სამ ფეხბურთელს ადგილი გარანტირებული აქვს
ფეხბურთის გულშემატკივრებმა კარგად იციან, რომ ამ ზაფხულს დიდი საფეხბურთო დღესასწაული, ევროპის ჩემპიონატი, გველოდება და ნაკრებების მწვრთნელებიც ბევრს ფიქრობენ იმაზე, როგორი უნდა იყოს მათი გუნდების შემადგენლობა.
 
საფრანგეთის ნაკრები, მოგვეხსენება, რომ ერთ-ერთი ფავორიტია და უძლიერეს მეტოქედ ითვლება ყველა ნაკრებისათვის. 

"ბაიერნის" ჩატარებული სეზონიდან გამომდინარე საფრანგეთის ნაკრებში თამაში სამმა ფეხბურთელმა: ბენჟამინ პავარმა, ლუკას ერნანდესმა და კინგსლი კომანმა დაიმსახურეს და ისინი, რა თქმა უნდა, იქნებიან განაცხადში ევროპის ჩემპიონატისათვის.

რაც შეეხება კორენტინ ტოლისოს, მისი შემადგენლობაში ყოფნის საკითხი სათუოა და დიდიერ დეშამი ჯერ კიდევ ფიქრობს მისი კანდიდატურის შესახებ.

ნებისმიერ შემთხვევაში, ჩამოთვლილ და სხვა ფეხბურთელებთან ერთად, საფრანგეთი მართლაც, რომ ერთ-ერთი უძლიერესი შემადგენლობით იქნება ევროპის ჩემპიონატისთვის ამ ზაფხულს.
ლევანდოვსკი: "ეს ორი ფეხბურთელი ჩემი ბავშვობის კუმირები არიან"
მიუნხენის "ბაიერნის" ლიდერმა, რობერტ ლევანდოვსკიმ ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.

"მე კლუბთან კონტრაქტი მაკავშირებს და აქ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. "ბაიერნი" ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. მოლოდინები ყოველთვის მაღალია და მუდამ საუკეთესო ფორმაში უნდა იყო."

"ჩვენ "ბაიერნი" ვართ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ წარმატებისთვის. მომავალ წელსაც ასე იქნება. ნაგელსმანის მოსვლით არაფერი იცვლება. როგორც ფლიკის დროს მევალებოდა გოლების გატანა, ასე იქნება მომავალშიც."

"ჩემი პირველი კუმირი რობერტო ბაჯო იყო. მის თამაშს ვუყურებდი და უბრალოდ ვგიჟდებოდი. მისი ტექნიკა, დრიბლინგი, გოლები. ამის შემდეგ დელ პიერო გახდა ჩემი ფავორიტი."

"სერია ა საკმაოდ რთული ჩემპიონატია, თუმცა, იქ ისევე რთულია გოლის გატანა, როგორც ბუნდესლიგაში, ლა ლიგაში და პრემიერლიგაში. იტალიურ კლუბებს ჩემპიონთა ლიგაზე შევხვედრივართ და ეს ვიცი."

"ოქროს ბურთის გაუქმება? მე ვამაყობ იმით, რაც 2020 წელს გავაკეთე, თუმცა, ამაზე აღარ ვფიქრობ. ჩემთვის მთავარი მუდამ გუნდური გამარჯვებაა. პერსონალური პრიზები კი მხოლოდ ამის შემდეგ მოდის." - აცხადებს ლევანდოვსკი.
"ბაიერნის" თვის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობა ცნობილია
მიუნხენის "ბაიერნის" გულშემატკივრებმა აპრილის თვის საუკეთესო ფეხბურთელი გამოავლინეს.

გამოკითხვაში ხმების ყველაზე დიდი რაოდენობა, 47% ახალგაზრდა ვარსკვლავს, ჯამალ მუსიალას ერგო.

18 წლის ნახევარმცველმა გასულ თვეში "რეკორდმაისტერის" მაისურით 6 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 3 გოლის გატანა მოახერხა.

გამოკითხვის სრული შედეგები შემდეგნაირად გამოიყურება:

"ბაიერნი" "ატლეტიკოს" ვარსკვლავის ტრანსფერით დაინტერესდა
მიუნხენის "ბაიერნის" რადარზე მადრიდის "ატლეტიკოს" ნახევარმცველი, მარკოს ლორენტე გამოჩნდა.

მოგეხსენებათ, მიუნხენიდან ტიაგო ალკანტარას წასვლის შემდეგ გუნდი აქტიურად ეძებს მის შემცვლელს და ერთ-ერთ ვარიანტად სწორედ ესპანელი ფეხბურთელი განიხილება.

ესპანური გამოცემების ინფორმაციით, "ბაიერნი" აქტიურად აკვირდება ლორენტეს ირგვლივ არსებულ სიტუაციას და იმ შემთხვევაში, თუ ის ახალ კონტრაქტს არ გააფორმებს, აუცილებლად ეცდება ტრანსფერის განხორციელებას.

როგორც ცნობილია, ლორენტეს დამატება "ბაიერნის" გარდა ასევე "მანჩესტერ იუნაიტედსა" და ფრანგულ "პსჟსაც" სურთ.
BILD: თომას მიულერი ეროვნულ ნაკრებში ბრუნდება
გერმანული გამოცემა BILD-ის ინფორმაციით, მიუნხენის "ბაიერნის" ლიდერი, თომას მიულერი ეროვნულ ნაკრებში ბრუნდება.

მოგეხსენებათ, იოახიმ ლიოვის გადაწყვეტილებით, რამდენიმე ვეტერანი ფეხბურთელი, მათ შორის მიულერიც, ეროვნული ნაკრების მიღმა რჩებოდნენ. თუმცა, სიტუაცია შეიცვალა.

წყაროს ცნობით, ლიოვმა უკვე დაურეკა 31 წლის ფეხბურთელს და აცნობა, რომ ევრო 2020-ისთვის ის ბუნდესნაკრების ღირსებას დაიცავს.

19 მაისს გერმანიის ფეხბურთის ფედერაცია იმ 26-კაციან სიას გამოაქვეყნებს, რომელიც ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრება. ამ სიაში კი მიულერიც იქნება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 20 5 14 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 9 1 5 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 7 0 5 2
4
კინგსლი კომანი
გოლი: 4 0 3 1
5
ლეროი სანე
გოლი: 3 1 1 1
1
ჰარი კეინი
ასისტი: 9 0 6 2
2
სერჟ გნაბრი
ასისტი: 4 1 2 1
3
მაიკლ ოლისე
ასისტი: 3 0 2 1
4
თომას მიულერი
ასისტი: 3 0 2 1
5
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 3 2 1 0
1
იოზუა კიმიხი
2 0 1 0 1
2
ჰარი კეინი
1 0 0 1 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 0 0 2 0