"ბაიერნი" სანეს შენარჩუნებაზე ფიქრობს - განიხილება შეთავაზებებიც
მაქს ებერლი ჯერ კიდევ ღიაა ლეროი სანესთან კონტრაქტის გასაგრძელებლად, მაგრამ, მეორე მხრივ, კლუბს სურს მნიშვნელოვნად შეამციროს მისი ფიქსირებული ხელფასი და შესთავაზოს შესრულებაზე დაფუძნებული კონტრაქტი.

საბოლოო გადაწყვეტილება აპრილამდე არ არის მოსალოდნელი.

"ბაიერნი" განიხილავს ტოპ შეთავაზებებს სანესთვის იანვარში, მაგრამ ფეხბურთელი 100%-ით მზად არის დარჩეს სეზონის ბოლომდე მაინც.
ლევერკუზენთან მატჩს ბაიერნის 6 ფეხბურთელი გამოტოვებს
ხვალ, თბილისის დროით 23:45 - საათზე, მიუნხენის "ბაიერნი" გერმანიის თასის შეხვედრაში დაუპირისპირდება "ლევერკუზენს"

ცნობილია, რომ ამ შეხვედრას "რეკორდმაისტერის" ერთბაშად 6 ფეხბურთელი გამოტოვებს. ესენი არიან:

• ჰარი კეინი
• იოსიპ სტანიშიჩი
• ალექსანდრ პავლოვიჩი
• სვენ ულრაიხი
• ჟოაო პალინია
• ჰიროკი იტო
ჩაბი ალონსო: "ალიანც არენაზე თამაში ყველასთვის ყველაზე დიდი გამოწვევაა."
ჩაბი ალონსო ხვალინდელ თამაშზე: "გერმანიის თასი ყოველთვის განსაკუთრებული შეჯიბრია.

ალიანც არენაზე თამაში ალბათ ყველასთვის ყველაზე დიდი გამოწვევაა.

ჩვენ ვიცით, რამდენად რთულია მიუნხენში თამაში "ბაიერნის" ძალიან კარგი გუნდის წინააღმდეგ.

ამ მატჩში ყველაფერი შეიძლება მოხდეს - ჩვენ ვიბრძოლებთ ჩვენი შანსებისთვის."
“ლევერკუზენი საუკეთესოთა შორისაა” - კომპანი ალონსოს გუნდის ახლანდელ ფორმაზე
ვენსან კომპანი ლევერკუზენის ახლანდელ ფორმაზე საუბრობს:

"ლიგის თითქმის ყველა გუნდის წინააღმდეგ ვითამაშეთ. ლევერკუზენი საუკეთესოთა შორისაა. მათ ძალიან კარგი თავდამსხმელები ჰყავთ.

შეუძლიათ ღრმად დაცვა და ეს გააკეთეს ჩვენს წინააღმდეგ ლიგის შეხვედრაზე. არ ვიცი, ამჯერადაც იგივენაირად მიუდგებიან თუ არა საქმეს.

იმედი მაქვს, ხვალ შევძლებთ ჩვენი ძალებით ვითამაშოთ და საკუთარ თავზე გავამახვილოთ ყურადღება, მიუხედავად იმისა, თუ როგორ ითამაშებს ლევერკუზენი.”
"ახლა ჩვენ მწვრთნელები ვართ და ამ საქმისთვის ვცხოვრობთ" - კომპანი ალონსოზე
ვენსან კომპანი მისსა და ჩაბი ალონსოს მსგავსებაზე:

"როგორც ფეხბურთელი, მე ყოველთვის შორს ვიყავი მოედანზე ჩაბი ალონსოსგან, რადგან მცველის პოზიციაზე ვთამაშობიდ.

თამაშის დროს ის ყოველთვის პოულობდა თანაგუნდელებს და აძლევდა პასებს.

ახლა ჩვენ მწვრთნელები ვართ და ამ საქმისთვის ვცხოვრობთ. ის საკუთარ გამოცდილებას ფეხბურთელებს გადასცემს.

"ლევერკუზენი" არის გუნდი, რომელსაც შეუძლია ძალიან მაღალი პრესინგი. ისინი ძალიან აგრესიულად, ძალიან კომპაქტურად თამაშობენ.

ჩვენ უნდა ვიყოთ ყურადღებით და ჩვენი ძლიერი მხარეები მოედანზე გამოვიტანოთ."
კეინი ტრავმირებულია - როგორ აპირებს ვენსან კომპანი მის ჩანაცვლებას?
"ბაიერნის" სტრაიკერი ჰარი კეინი, სავარაუდოდ, გუნდის ყველაზე გადამწყვეტი მოთამაშეა. ასე რომ, როდესაც თავდამსხმელი დორტმუნდთან მატჩში დაზიანდა, ცხადია უნდა შეიცვალოს.

ბუნებრივია, ბევრი კითხვა გაჩნდა, თუ როგორ შეიძლებოდა მისი ჩანაცვლება. "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა ვენსან კომპანიმ გადაწყვიტა აეხსნა, თუ რას აპირებდა.

"რა თქმა უნდა, ჰარის ჩანაცვლება ძალიან რთულია, მაგრამ ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ვენდობით ჩვენს გუნდს.

მეორე ტაიმში ბევრი მომენტის შექმნა მოვახერხეთ. გუნდი ძალიან კარგად არის აღჭურვილი შეტევაში."

კომპანის მითითებების მიხედვით, სავარაუდოდ ინგლისელს თომას მიულერი ან მატის ტელი ჩაანაცვლებს.
“ის არ იყო ხმამაღალი, არამედ..” - ნოიერის კომენტარი კომპანის სტილზე
მანუელ ნოიერი იმის შესახებ, თუ როგორ რეაგირებდა ვენსან კომპანი გუშინ ცუდი პირველი ტაიმის შემდეგ:

"ის იყო ძალიან კონცენტრირებული და ძალიან ანალიტიკური, რა თქმა უნდა, იმაზე, თუ რისი გაკეთება შეგვეძლო უკეთესად. ის არ იყო ხმამაღალი, არამედ კონცენტრირებული და სპეციფიკური."

‘BILD’-ის თანახმად, კომპანის სტილი ძალიან პოპულარულია მოთამაშეებში.
ჰარი კეინი მომდევნო თამაშებს გამოტოვებს - რა აჩვენა ტესტებმა?
მიუხედავად იმისა, რომ გუნდისთვის დასვენების დღეა, ჰარი კეინი დღეს დილით იყო სავარჯიშო მოედანზე გუნდის ექიმის გვერდით, რათა გაიაროს ტესტები მისი გუშინდელი ტრავმის შემდეგ.

ტესტებმა აჩვენა, რომ მან ბარძაყის კუნთის "მცირე" დაჭიმულობა განიცადა და ამ დროისთვის მოედნის გარეთ დარჩება.

ინგლისელი "ლევერკუზენისა" და "ჰაიდენჰაიმის" წინააღმდეგ თამაშებს ნამდვილად გამოტოვებს.
"ჩვენ ვერ ვაჩვენეთ ჩვენი საუკეთესო დონე" - კომპანი დორტმუნდთან მატჩზე
ვენსან კომპანი დორტმუნდთან შეხვედრაზე:

"მეგონა, რომ პირველი 10-15 წუთი არ იყო ცუდი, მაგრამ შემდეგ შეცდომები დავუშვით და ბურთს ძალიან მარტივად ვკარგავდით.

ჩვენ ვერ ვაჩვენეთ ჩვენი საუკეთესო დონე. მეორე ტაიმში სწრაფად გამოვჩნდით და გოლის გატანის ბევრი შანსი შევქმენით.

ბედნიერი ვარ, რომ ასეთ სიტუაციაში ზეწოლის ქვეშ მოვახერხეთ გოლის გატანა, მაგრამ უკმაყოფილო, რადგან თამაში ვერ მოვიგეთ.

ჩვენ ვაჩვენეთ ხასიათი. მთლიანობაში, ბუნდესლიგისთვის კარგი თამაში იყო."
მუსიალა: "სამწუხაროდ, ეს არ იყო საკმარისი დღევანდელი გამარჯვებისთვის"
ჯამალ მუსიალას კომენტარი დორტმუნდთან შეხვედრაზე:

"ვიცოდით, რომ პირველი ტაიმი ისე არ ვითამაშეთ, როგორც გვინდოდა. კარგად შევედით მეორე ტაიმში, შევქმენით მომენტები და გამოვაჩინეთ მენტალიტეტი.

სამწუხაროდ, ეს არ იყო საკმარისი დღევანდელი გამარჯვებისთვის, მაგრამ ქულის მოპოვება მნიშვნელოვანია.

ახლა ჩვენ წინ გველოდება "ლევერკუზენთან" თამაში. ეს მნიშვნელოვანი შეხვედრა იქნება და ჩვენ უნდა ვიყოთ ენერგიულად 90 წუთის განმავლობაში."
დორტმუნდი - ბაიერნი (ოფიციალური სასტარტო შემადგენლობა)
დღეს, 30 ნოემბერს, თბილისის დროით 21:30 - საათზე, მიუნხენის “ბაიერნი” დორტმუნდს ესტუმრება.

მატჩამდე 1 საათით ადრე ცნობილია სასტარტო შემადგენლობა:

ნოიერი © - ლაიმერი, უპამეკანო, კიმი, დეივისი - კიმიხი, გორეცკა - სანე, მუსიალა, ტელი - კეინი.
დორტმუნდისა და “ბაიერნის” საინტერესო სტატისტიკა რომელიც ბევრმა არ იცის
დღეს “ბაიერნისა” და დორტმუნდის 136-ე შეხვედრა გაიმართება - გერმანულ პროფესიონალურ ფეხბურთში სხვა მატჩი ასე ხშირად არ ჩატარებულა.

დორტმუნდმა ისტორიაში ყველაზე მეტი მარცხი განიცადა “ბაიერნთან” (67), ხოლო “ბაიერნმა” ასევე განიცადა ყველაზე მეტი მარცხი დორტმუნდთან (33).

ცნობისთვის, დღევანდელი მატჩი თბილისის დროით 21:30 საათზე გაიმართება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 32 8 23 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 17 2 12 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 13 5 8 0
4
ლეროი სანე
გოლი: 10 1 8 1
5
თომას მიულერი
გოლი: 5 2 1 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 13 2 10 1
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 2 7 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 4 5 0
4
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
5
სერჟ გნაბრი
ასისტი: 6 2 3 1
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0