bayern.ge სიახლეები გვერდი 429
ფლიკმა ჰიონესს უპასუხა: "მე მასწავლეს, რომ შენს ფეხბურთელებს ყოველთვის უნდა დაუჭირო მხარი"
რამდენიმე დღის წინ ული ჰიონესმა განაცხადა, რომ მისი აზრით ჟერომ ბოატენგი იოახიმ ლიოვმა ევროპის ჩემპიონატზე არ უნდა წაიყვანოს.

აღნიშნულ განცხადებას "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა უპასუხა.

"ეს მისი აზრია. მე კი "ბაიერნში" ვისწავლე, რომ შენს ფეხბურთელებს ყოველთვის უნდა დაუჭირო მხარი ნებისმიერ დროს და ამ გზას მივყვები."

"ჟერომი ჩვენს გუნდში უკვე ათეული წელია ირიცხება და ორჯერ მოიგო ტრიპლეტი. მან ურთულესი პერიოდი გადალახა და ახლა კვლავ უმაღლეს ფორმაშია." - აცხადებს ფლიკი.
მბაპე: "ლევანდოვსკის არყოფნა ჩვენთვის კარგი სიახლეა"
ფრანგული "პსჟს" ფეხბურთელებმა და მწვრთნელმა ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ რობერტ ლევანდოვსკის არყოფნაზე ისაუბრეს.

"ლევანდოვსკი დიდებული ფეხბურთელია და მისი არყოფნა ჩვენთვის კარგი სიახლეა, თუმცა, მე ვწუხვარ ნებისმიერი ადამიანის ტრავმის გამო." - მბაპე.

"მე მებრძოლი ვარ და მიყვარს საუკეთესოებთან დაპირისპირება. კარგი იქნებოდა, რომ ლევანდოვსკის ამ მატჩებში მიეღო მონაწილეობა. თუმცა, ეს ბევრს არაფერს ცვლის, "ბაიერნი" მაინც უძლიერესი გუნდია." - კიმპებე.

"ბაიერნი მხოლოდ ლევანდოვსკი არ არის. ის დიდებული ფეხბურთელია, მაგრამ მიუნხენელებს ჰყავთ ერთიანი გუნდი, რომელიც ნებისმიერი მოთამაშის გარეშეც შეუჩერებელია." - პოჩეტინო.
ნაგელსმანი: "დღეს ლაიფციგი ბაიერნზე უკეთესი იყო"
"ლაიფციგის" მთავარმა მწვრთნელმა, იულიენ ნაგელსმანმა "ბაიერნთან" განცდილი 0:1 მარცხის შემდეგ პრესასთან ისაუბრა.

"ვიცით რატომაც წავაგეთ. ისეთი გოლი მივიღეთ, რომელიც არ უნდა გაგვეშვა. თუმცა, კარგი თამაში ჩავატარეთ და ნათელია, რომ მეტოქეზე უკეთესი გუნდი ვიყავით."

"რა თქმა უნდა, ახლა მოტივაციის შენარჩუნება რთულია. ჩემპიონობის შანსი ფაქტობრივად აღარ გვაქვს."

"თუმცა, კვლავ შეგვიძლია თასის მოგება და ბუნდესლიგაში მეორე ადგილზე გასვლა, რაც ცუდი შედეგი არ იქნება." - აცხადებს ნაგელსმანი.
ნოიერმა ლაიფციგთან მატჩის წინ კარის ბადე "შეაკეთა" (ვიდეო)
"ბაიერნისა" და "ლაიფციგის" შეხვედრის დაწყებამდე მთავარმა არბიტრმა შენიშნა, რომ ერთ-ერთი კარის ბადე წესრიგში არ იყო.

ბადის შეკეთება საკუთარ თავზე "რეკორდმაისტერის" ლიდერმა, მანუელ ნოიერმა აიღო და წარმატებითაც გამოუვიდა.

იხილეთ ვიდეო:


ბიერლორცერი: "სწორედ ამით გვანან რონალდუ და კიმიხი ერთმანეთს"
"ლაიფციგის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, აკიმ ბიერლორცერმა კრისტიანო რონალდუ და იოზუა კიმიხი შეადარა ერთმანეთს.

"დიდებული ფეხბურთელი არის ის, რომელიც მუდამ აკრიტიკებს თავის თავს."

"რონალდუ და კიმიხი ნამდვილად სამაგალითოები არიან, რადგან საკუთარი თავით არასოდეს არიან კმაყოფილები და მუდამ მუშაობენ განვითარებაზე."

"როდესაც ვფიქრობ იოზუაზე, ყოველთვის კარგ ხასიათზე ვდგები, რადგან მახსენდება რომ ყველანაირი წარმტების მიუხედავად ის ისეთივე დარჩა, როგორიც კარიერის სტარტზე." - აცხადებს გერმანელი სპეციალისტი.
ნოიერი: "ტიტულის დათმობას არ ვაპირებთ"
გერმანიის ბუნდესლიგის 27-ე ტურში მიუნხენის "ბაიერნი" "ლაიფციგს" ესტუმრა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა - 0:1.

თამაშის დასრულების შემდეგ "რეკორდმაისტერის" კაპიტანმა, მანუელ ნოიერმა პრესასთან პირველი კომენტარი გააკეთა.

"პირველ ტაიმში მეტოქეს შანსები არ მივეცით. რაც შეეხება მეორე ტაიმს, "ლაიფციგი" უფრო გააქტიურდა და სწრაფი შეტევები ჰქონდათ."

"დღეს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. ახლა უკვე ჩემპიონობის დათმობას აღარ ვაპირებთ." - აცხადებს მანუ.
ფლიკი: "ლევანდოვსკის დაბრუნებაზე მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია"
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა "ლაიფციგთან" მოგებული მატჩის შემდეგ პრესასთან ისაუბრა.

"ლაიფციგმა დღეს გვაჩვენა, თუ რატომ არის მეორე ადგილზე. სტარტი ნელი გამოვიდა, მაგრამ მე-20 წუთის შემდეგ უპირატესობა მოვიპოვეთ და გოლად გარდავსახეთ. მეორე ტაიმში მეტოქის მხრიდან ზეწოლა მაღალი იყო, მაგრამ თავის დაცვა მოვახერხეთ."

"დღეს მნიშვნელოვანი ქულები მოვიპოვეთ საჩემპიონო რბოლაში, თუმცა, წინ კიდევ 7 ტურია და არაფერია გადაწყვეტილი. მოდუნების დრო არ არის."

"ლევანდოვსკი 1 კვირის განმავლობაში არაფერს გააკეთებს, ამის შემდეგ კი დაიწყება აღდგენითი ვარჯიშები. დაბრუნების ზუსტ დროს ვერ გეტყვით, ეს ექსპერტებმა იციან." - აცხადებს ფლიკი.
"ლაიფციგი" 0:1 "ბაიერნი" ფეხბურთელების შეფასებები
გერმანიის ბუნდესლიგის 27-ე ტურში მიუნხენის "ბაიერნი" სტუმრად "ლაიფციგს" დაუპირისპირდა და 0:1 დაამარცხა.

მატჩის ერთადერთი გოლი 37-ე წუთზე ლეონ გორეცკამ თომას მიულერის გადაცემის შედეგად გაიტანა.

გთავაზობთ ფეხბურთელების შეფასებებს გამოცემა Whoscored-ის ვერსიით.

ლამაზი კომბინაცია გორეცკამ ბრწყინვალე დარტყმით დააგვირგვინა (ვიდეო)
"ლაიფციგისა" და "ბაიერნის" შეხვედრის 37-ე წუთზე ლეონ გორეცკამ ულამაზესი გოლით ანგარიში გახსნა.

იხილეთ ვიდეო.
"ლაიფციგი" - "ბაიერნი" პირდაპირი ტრანსლიაცია
გერმანიის ბუნდესლიგის 27-ე ტურში "ლაიფციგი" მიუნხენის "ბაიერნს" მასპინძლობს.

გთავაზობთ მატჩის საყურებელ ლინკებს:

ლინკი 1 (აჭარასპორტი)​​​

ლინკი 2​​​

ლინკი 3​​​
"ლაიფციგი" - "ბაიერნი" სასტარტო შემადგენლობები
გერმანიის ბუნდესლიგის 27-ე ტურის ცენტრალურ მატჩში მიუნხენის "ბაიერნი" სტუმრად "ლაიფციგს" დაუპირისპირდება.

თამაშის დაწყებამდე ერთი საათით ადრე გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა სასტარტო თერთმეტეულები დაასახელეს.

"ლაიფციგი": გულაჩი - კლოშტერმანი, უპამეკანო, ორბანი - მუკიელე, საბიცერი, ადამსი, ჰაიდარა - ნკუნკუ, ოლმო - ფორსბერგი.

"ბაიერნი": ნოიერი - პავარი, ზულე, ალაბა, ერნანდესი - კიმიხი, გორეცკა - სანე, მიულერი, კომანი - ჩუპო მოტინგი.
საოცრება - კვარაცხელიამ "სოჭის" ულამაზესი გოლი გაუტანა (ვიდეო)
"რუნინისა" და "სოჭის" შეხვედრის მეორე ტაიმში მინდორზე ხვიჩა კვარაცხელია შემოვიდა.

ქართველმა ვინგერმა მალევე, 72-ე წუთზე ულაზესი შორეული დარტყმით აიღო მეტოქის კარი და საკუთარი გუნდი დააწინაურა.

იხილეთ ვიდეო.
მატჩი, რომლის შემდეგაც "ბაიერნი" კვარაცხელიათი დაინტერესდა (ვიდეო)
პარასკევს არაერთმა გერმანულმა გამოცემამ დაადასტურა, რომ მიუნხენის "ბაიერნი" ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერით არის დაინტერესებული.

როგორც ცნობილია, გერმანელი სკაუტები საქართველო ესპანეთის მატჩს ესწრებოდნენ და სწორედ მაშინ მოიხიბლნენ ყველაზე მეტად ქართველი ტალანტით.

გავიხსენოთ ხვიჩას საუკეთესო მომენტები "ფურია როხას" წინააღმდეგ.

იხილეთ ვიდეო:


დადასტურდა: მიუნხენის "ბაიერნი" ხვიჩა კვარაცხელიათი დაინტერესდა
ევროპულმა გამოცემებმა Express-მა და Wetten-მა ქართველი გულშემატკივრებისთვის სასიხარულო ინფორმაცია დაადასტურეს.

მიუნხენის "ბაიერნი" საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის "რუნინის" ვინგერის, ხვიჩა კვარაცხელიას შეძენით დაინტერესდა.

წყაროს ცნობით, ეს ინტერესი საკმაოდ სერიოზულია და საკმაოდ დიდია ალბათობა იმისა, რომ მომავალი სეზონიდან ქართველი "რეკორდმაისტერში" ვიხილოთ.

შეგახსენებთ, რომ "რუბინი" ხვიჩას სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს ითხოვს, "ბაიერნი" კი ამ თანხის გადასახდელად მზადაა.
ოფიციალურად: "პსჟს" ლიდერს კორონავირუსი დაუდასტურდა
ფრანგული "პსჟს" ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა, რომ გუნდის ლიდერს, მარკო ვერატის კორონავირუსი დაუდასტურდა.

იტალიელმა ნახევარმცველმა ტესტი სანაკრებო პაუზის შემდეგ ჩაიტარა და დადებითი პასუხი მიიღო.

უკვე გადაწყვეტილია, რომ ვერატი "ბაიერთან" გასამართ პირველ 1/4 ფინალურ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ასევე სათუოა მისი თამაში განმეორებით მატჩში.

შეგახსენებთ, რომ "ბაიერნისა" და "პსჟს" შეხვედრა "ალიანს არენაზე" ოთხშაბათს, 7 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ჰანსი ფლიკი: "სანაკრებო თამაშებში ვერაფერი გავაკეთეთ"
"ბაიერნის" თაცკაცმა, ჰანს ფლიკმა შესარჩევზე გერმანიის ნაკრებისა და მიუნხენური კლუბის ფეხბურთელების თამაში შეაფასა.

"ჩვენ ვერ დავტოვეთ კარგი შთაბეჭდილება სანაკრებო თამაშებში, ნორმალურია, რომ ბაიერნის ფეხბურთელები ნაკრებში ყოველთვის თამაშობენ. მათ გუშინ დაისვენეს დღეს კი ჩვეულებრივზე ოდნავ მსუბუქი ვარჯიში ჰქონდათ"

"ჩემი ყურადღება ახლა ბაიერნზეა გადართული. წინა თამაშები მარტივად მოვიგეთ, მაგრამ ლაიფციგთან გასვლაზე ადვილი თამაში ნამდვილად არ გვექნება,გავაგრძელებ ფეხბურთის ყურებას."

"ყველა მოთამაშე, რომელმაც სანაკრებო მატჩებში მიიღო მონაწილეობა მყწობრშია გარდა ლევანდოვსკისა."

"ნებისმიერ მწვრთნელს სურს, რომ ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელი ჰყავდეს.რობერტი მნიშვნელოვანი მოთამაშეა, თუმცა ჩვენ გვყავს შემტევები, რომლებსაც შეუძლიათ ამ პოზიციაზე თამაში. ეს გამოწვევაა ყველა ჩვენგანისთვის." განაცხადა ჰანს ფლიკმა.



  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 38 11 26 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 18 3 12 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 17 5 12 0
4
ლეროი სანე
გოლი: 13 1 11 1
5
თომას მიულერი
გოლი: 6 3 1 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 16 2 13 1
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 2 7 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 4 6 0
4
სერჟ გნაბრი
ასისტი: 9 3 5 1
5
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0