bayern.ge სიახლეები გვერდი 452
2020 წლის საუკეთესო მწვრთნელად იურგენ კლოპი დასახელდა
FIFA-ს 2020 წლის დაჯილდოების ცერემონიაზე საუკეთესო მთავარი მწვრთნელი გამოავლინეს.

ბევრისთვის მოულოდნელად ეს ჯილდო "ლივერპულის" დამრიგებელ იურგენ კლოპს ერგო.

კლოპმა ფინალურ ეტაპზე ჰანს ფლიკსა და მარსელო ბიელსას აჯობა.

ნოიერი: "ეს ჩემს კარიერაში საუკეთესო წელი იყო"
მანუელ ნოიერმა წლის საუკეთესო მეკარედ დასახელების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

"დიდი მადლობა ყველას, ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო წელი იყო. საოცრებაა, რასაც მივაღწიეთ."

"განსაკუთრებით რთული იყო ზაფხული, როდესაც ჩვენ პორტუგალიაში ჩემპიონთა ლიგაზე ვთამაშობდით. თუმცა, წარმატებას მივაღწიეთ."

"ფანების გარეშე თამაში ძალიან რთული იყო, განსაკუთრებით მეკარეებისთვის, რომლებსაც ისინი გვეხმარებიან. თუმცა, ვფიქრობ თავი გავართვით ამ საქმეს."

"როდესაც გულშემატკივრები არ არიან მინდორზე უფრო მარტივია ფეხბურთელებთან კომუნიკაცია. მაგალითად, შემიძლია წინ ლევანდოვსკისაც კი დავუძახო და მივცე მითითებები. თუმცა, საბოლოო ჯამში ფანების გარეშე თამაში გაცილებით რთულია და იმედია, მალე დაბრუნდებიან ისინი სტადიონზე." - აცხადებს მანუ.
FIFA-ს წლის საუკეთესო მეკარედ ნოიერი დასახელდა
ამ წუთებში FIFA-ს 2020 წლის დაჯილდოების ცერემონია მიმდინარეობს.

მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ უკვე გამოავლინა წლის საუკეთესო მეკარე და ეს პრიზი მანუელ ნოიერს ერგო.

"ბაიერნის" კაპიტანმა ფინალურ ეტაპზე ალისონ ბეკერსა და იან ობლაკს აჯობა.
FIFA-ს 2020 წლის დაჯილდოება ცერემონია - პირდაპირი ტრანსლიაცია
თბილისის დროით 22:00 საათზე FIFA-ს დაჯილდოების ცერემონია გაიმართება, სადაც 2020 წლის საუკეთესოებს გამოავლენენ.

ცერემონიის ხილვა ამ ლინკის საშუალებით შეგიძლიათ:

ლინკი 1​​​
ნოიერმა მიულერის რეკორდი გააუმჯობესა და ახალი ისტორია დაწერა
გერმანიის ბუნდესლიგის მე-12 ტურში მიუნხენის "ბაიერნმა" "ვოლფსბურგს" უმასპინძლა და ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

მატჩში სრული, 90 წუთი გაატარა მინდორზე გუნდის კაპიტანმა, მანუელ ნოიერმა, რომელმაც არაერთი ბრწყინვალე სეივიც განახორციელა.

აღსანიშნავია, რომ მანუმ ამ გამარჯვების წყალობით ახალი რეკორდი დაამყარა და "ბაიერნის" ისტორიაში კიდევ ერთხელ ჩაეწერა.

კერძოდ, ნოიერისთვის ეს რიგით მე-200 მოგება გახლავთ ბუნდესლიგაში, "რეკორდმაისტერის" მაისურით. მას ამ შედეგისთვის მხოლოდ 261 მატჩი დასჭირდა რაც საუკეთესოა კლუბის ისტორიაში.

აქამდე რეკორდი თომას მიულერს ეკუთვნოდა, რომელმაც 200 გამარჯვების მოსაპოვებლად 275 თამაშის ჩატარება მოუწია.
რუმენიგე: "მბაპეს ტრანსფერი? ნასერ ალ ხელაიფი ჩემი კარგი მეგობარია და არ ვაპირებ ამ თემით შევაწუხო"
მიუნხენის "ბაიერნის" დირექტორთა საბჭოს წევრმა, კარლ ჰაინც რუმენიგემ განაცხადა, რომ კილიან მბაპე გერმანულ კლუბში არასდროს გადმოვა.

"სამწუხაროდ ამაზე ფიქრიც კი შეუძლებელია. მე ძალიან მომწონს კილიანი და თამაშის სტილი, თუმცა, მისი ხილვა მიუნხენში წარმოუდგენელია."

"თანაც, ის თავს კარგად გრძნობს იქ, სადაც არის. ნასერ ალ ხელაიფი ჩემი კარგი მეგობარია და არ ვაპირებ ამ თემით შევაწუხო." - აცხადებს რუმენიგე.
წარმოუდგენელი სეივი ნოიერისგან - მანუმ გუნდს 3 ქულა მოუტანა (ვიდეო)
მიუნხენის "ბაიერნისა" და "ვოლფსბურგის" შეხვედრის ბოლო წუთებში სტუმრებს ბრწყინვალე შანსი შეექმნათ, თუმცა, მანუელ ნოიერმა გუნდს ქულები გადაურჩინა.

იხილეთ ვიდეო.


"ბაიერნი" 2:1 "ვოლფსბურგი" ფეხბურთელების შეფასებები
გერმანიის ბუნდესლიგის მე-12 ტურის შეხვედრაში მიუნხენის "ბაიერნმა" "ვოლფსბურგს" უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.

"რეკორდმაისტერის" მხრიდან დუბლის გაფორმება რობერტ ლევანდოვსკიმ მოახერხა.

იხილეთ ფეხბურთელების შეფასებები გამოცემა Whoscored-ის ვერსიით.


გოოოლ! კომანის გადაცემა ლევანდოვსკიმ დააგვირგვინა (ვიდეო)
"ბაიერნისა" და "ვოლფსბურგის" შეხვედრის პირველი ტაიმის ბოლოს რობერტ ლევანდოვსკიმ ანგარიში გაათანაბრა.

იხილეთ ვიდეო.
"ბაიერნი" - "ვოლფსბურგი" პირდაპირი ტრანსლიაცია
გერმანიის ბუნდესლიგის მე-12 ტურში მიუნხენის "ბაიერნი" "ვოლფსბურგს" მასპინძლობს.

გთავაზობთ მატჩის საყურებელ ლინკებს:

ლინკი 1

ლინკი 2

ლინკი 3

ლინკი 4​​​

ლინკი 5​​​
"ბაიერნი" - "ვოლფსბურგი" სასტარტო შემადგენლობა
გერმანიის ბუნდესლიგის მე-12 ტურში მიუნხენის "ბაიერნი" საკუთარ კედლებში "ვოლფსბურგს" დაუხვდება.

მატჩის დაწყებამდე მცირე დროით ადრე ჰანს ფლიკმა სასტარტო თერთმეტეული დაასახელა.

ნოიერი - ბოატენგი, ზულე, ალაბა - გნაბრი, მიულერი, ტოლისო, ერნანდესი - სანე, ლევანდოვსკი, კომანი.
"მანჩესტერის" რადარზე "ბაიერნის" ვარსკვლავი გამოჩნდა
2021 წელს "მანჩესტერ იუნაიტედი" მიუნხენის "ბაიერნის" ერთ-ერთი ლიდერის, კინგსლი კომანის ხელში ჩაგდებას ეცდება.

ბრიტანული გამოცემების ინფორმაციით, "წითელი ეშმაკები" მომავალ წელს სერიოზულ გაძლიერებას აპირებენ და ერთ-ერთი მთავარი სამიზნე სწორედ ფრანგი გარემარბი იქნება.

წყაროს ცნობით, მანჩესტერელები მზად არიან 24 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 70 მილიონი ევრო გაიღონ.

თუმცა, თუ ჰანს ფლიკის ბოლოდროინდელ განცხადებებს დავუჯერებთ, სადაც ის კომანს მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ვინგერად მოიხსენიებს, ძნელი დასაჯერებელია, რომ "ბაიერნი" მას იოლად შეელიოს.
"ბაიერნი" - "ვოლფსბურგი" სავარაუდო შემადგენლობა
გერმანიის ბუნდესლიგის მე-12 ტურში მიუნხენის "ბაიერნი" საკუთარ კედლებში "ვოლფსბურგს" დაუპირისპირდება.

გთავაზობთ "რეკორდმაისტერის" სავარაუდო შემადგენლობას მომავალი შეხვედრისთვის.

ნოიერი - პავარი, ბოატენგი, ალაბა, ერნანდესი - ტოლისო, მუსიალა - გნაბრი, მიულერი, კომანი - ლევანდოვსკი.
"ბაიერნმა" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე გადაწყვეტილება მიიღო
გერმანულმა გამოცემა BILD-მა მიუნხენის "ბაიერნის" სატრანსფერო გეგმები გაამხილა.

წყაროს ცნობით, "რეკორდმაისტერი" ზამთარში აქტიურობას არ გეგმავს და მთლიან აქცენტს არსებული რესურსის გამოეყენებაზე გააკეთებს.

როგორც ცნობილია, ფლიკი ახალგაზრდა ფეხბურთელებს უფრო მეტ შანს მისცემს. მაგალითად, გაიზრდება როგორც შეძენილი ფეხბურთელების (მარკ როკა, ტიაგო დანტასი), ასევე აკადემიის მოთამაშეების სათამაშო დრო და მათ ხშირად ვიხილავთ მინდორზე.

არ არის გამორიცხული, კლუბმა რამდენიმე ტრანსფერი მაინც განახორციელოს, თუმცა, ისინი არ იქნება ძვირადღირებული და ხმაურიანი.
ხაბიბი: "ბეკენბაუერისა და ხავის ნაცვლად მათ ჩავსვამდი"
გუშინ France Football-მა მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული გამოაქვეყნა, სადაც მიუნხენის "ბაიერნიდან" ორი ლეგენდა, ლოთარ მათეუსი და ფრანც ბეკენბაუერი მოხვდნენ.

როგორც ჩანს, ფრანგულ გამოცემას არ ეთანხმება MMA-ს ცნობილი მებრძოლი, ხაბიბ ნურმაგომედოვი, რომელმაც სოციალურ ქსელში ასეთი სახის პოსტი გამოაქვეყნა.

"ხავისა და ბეკენბაუერის ნაცვლად, პირადად მე ზიდანსა და სერხიო რამოსს ჩავსვამდი. რაც შეეხება მთავარ მწვრთნელს, ის აუცილებლად დელ ბოსკე იქნებოდა." - წერს ხაბიბი საკუთარ გვერდზე.
ვიერი: "ლევანდოვსკი "ინტერში" ლუკაკუზე ნაკლებ გოლს გაიტანდა"
მილანის "ინტერისა" და იტალიის ეროვნული ნაკრების ლეგენდამ, კრისტიან ვიერიმ რომელუ ლუკაკუ და რობერტ ლევანდოვსკი შეადარა.

"თუ ლუკაკუ "ბაიერნში" ითამაშებდა, ის იმდენივე გოლს გაიტანდა, რამდენსაც ლევანდოვსკი. პოლონელი კი "ინტერში" ლუკაკუზე უფრო ნაკლებ გოლს გაიტანდა."

"ამჟამად ლუკაკუ მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელია, მეორეზე ჰოლანდია, ლევანდოვსკი კი მხოლოდ მესამეა. ლუკაკუ "ბაიერნში" 70 გოლს გაიტანდა." - აცხადებს ვიერი.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 36 11 24 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 18 3 12 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 14 5 9 0
4
ლეროი სანე
გოლი: 12 1 10 1
5
თომას მიულერი
გოლი: 6 3 1 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 15 2 12 1
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 2 7 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 4 5 0
4
სერჟ გნაბრი
ასისტი: 8 3 4 1
5
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0