"ის "ბაიერნში" უნდა დარჩეს" - მიულერი მუსიალას მომავალზე
თომას მიულერი ჯამალ მუსიალას მომავალზე:

"საკმაოდ ნათელია, რომ ის "ბაიერნში" უნდა დარჩეს. ეს არის ყველა მკაფიო გეგმა.

ის შრომისმოყვარეა, აქვს ხარისხი და გარემო კარგად სათამაშოდ.

მუსიალა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი თამაშისთვის, რადგან ის აკეთებს იმას, რაც საშუალებას გვაძლევს ნაყოფიერად ვიაროთ წინ.

მუსიალასა და "ბაიერნს" შორის ურთიერთობა ძალიან კარგია. ვფიქრობ, რომ ისინი ერთად იქნებიან."
“დღეს ჩვენთვის რთული თამაში იყო” - კიმიხი მატჩის შემდეგ
იოზუა კიმიხი მატჩის შემდეგ ინტერვიუში:

"დღეს ჩვენთვის რთული თამაში იყო, მაგრამ ჩვენ მოთმინება შევინარჩუნეთ და მეტოქე იმაზე უკეთესად არ გამოვიჩინეთ ვიდრე იყო.

მოწინააღმდეგე გუნდი კარგად იცავდა და 90 წუთის განმავლობაში დაცვაზე იყო კონცენტრირებული - ეს არც ისე ადვილია ჩვენთვის.

ასეთ დროს რა თქმა უნდა, ყოველთვის ვიმედოვნებთ, რომ მეტოქე ოდნავ გაიხსნება, თუმცა დღეს ასე არ მოხდა, მაგრამ ბოლომდე თავდაჯერებულები ვიყავით."
კომპანი: "ჩვენ ვითამაშეთ მაღალი ენერგიით და ძალიან კარგი მენეჯმენტით"
ვენსან კომპანი დღევანდელ გამარჯვებაზე:

"ეს მატჩი ჩვენთვის რთულ მომენტში ჩატარდა, რადგან ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგის თამაში გვქონდა.

თუმცა ძალიან კარგი შემადგენლობა გვყავს და დღეს რამდენიმე ფეხბურთელის შეცვლა მოგვიწია.

ჩვენ ვითამაშეთ ძალიან კომპაქტური გუნდის წინააღმდეგ, მაღალი ენერგიით და ძალიან კარგი მენეჯმენტით.

როცა უყურებ, რა გააკეთა "ლევერკუზენმა" ბოხუმში და რა გააკეთა "დორტმუნდმა" მაინცში, ადვილი თამაშები არ არის. დღესაც რთული თამაში იყო. ეს ჩვენთვის ძალიან კარგი გამარჯვებაა."
"ვარჯიშზე შორიდან სროლაში ვვარჯიშობდი" - მუსიალა დღევანდელ გოლზე
ჟურნალისტი: "არ მეგონა, რომ ასეთი შორეული დარტყმა გქონდა ჩაფიქრებული.."

ჯამალ მუსიალა: „არც მე [იცინის].

ვარჯიშზე შორიდან სროლაში ვვარჯიშობდი და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს ეს გამოვიდა.

ეს იყო ამ სეზონში ჩემი პირველი გოლი ამხელა მანძილიდან. მე ყოველთვის ვმუშაობ გაუმჯობესებაზე."
"სტ.პაული" - "ბაიერნი" (ოფიციალური სასტარტო შემადგენლობა)
დღეს, 9 ნოემბერს, თბილისის დროით 18:30 - საათზე, მიუნხენის "ბაიერნი" დაუპირისპირდება "სტ.პაულს".

მატჩამდე 1 საათით ადრე ცნობილია მიუნხენელთა სასტარტო შემადგენლობა:

ნოიერი © - გერეირო, უპამეკანო, კიმი, დეივისი - კიმიხი, გორეცკა - სანე, მუსიალა, კომანი - კეინი.
მიუნხენის “ბაიერნი” ვიქტორ გიოკერესით დაინტერესდა
“ბაიერნი” ვიქტორ გიოკერესის შესახებ დაინტერესდა და თავდამსხმელზე ინფორმაცია შეაგროვა, მაგრამ დამატებითი ზომები ჯერ არ არის მიღებული.

თითქმის ყველა ტოპ ევროპულმა კლუბმა ბოლო კვირებში მსგავსი გამოკითხვა ჩაატარა.

“ბაიერნი” გააგრძელებს ყურადღებით მონიტორინგს. გიოკერესს მომავალ ზაფხულს 60-70 მილიონი ევროს სანაცვლოდ “სპორტინგის” დატოვების უფლება ექნება.
რატომ არ იძახებენ ლეროი სანეს გერმანიის ნაკრებში?
ლეროი სანე ოდესღაც გერმანიის ეროვნული ნაკრების განუყოფელი ნაწილი იყო, მაგრამ 4 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელმა ბოლოს ითამაშა თავისი ქვეყნისთვის.

28 წლის გარემარბი კვლავ გამოტოვებს ნაკრების მომავალ თამაშებს უეფას ერთა ლიგაზე და ალბათ, მისი ამჟამინდელი ფორმის გათვალისწინებით, ეს კარგიცაა.

ფლორიან პლეტენბერგის მოხსენების თანახმად, სანეს სწორედ ახლა ესაჭიროება ის, რომ მას დრო მივცეთ, რათა ხელახლა იპოვნოს ფორმა.

თუმცა ის მარტო არ არის, ლეონ გორეცკა ასევე დატოვა შემადგენლობის გარეთ ნაგელსმანმა.
ფროინდი: "ის არის ფეხბურთელი, ვისთან ერთადაც ვგეგმავთ მომავალს."
კრისტოფ ფროინდი პოლ ვანერზე და მის მომავალზე:

„ძალიან კმაყოფილები ვართ მისი განვითარებით.

მან ბრწყინვალედ დაიწყო სეზონი, კარგად თამაშობს და ბევრი წუთი აქვს.

ის არის ფეხბურთელი, ვისთან ერთადაც ვგეგმავთ მომავალს. სხვა კლუბებიც არიან დაინტერესებულები, მაგრამ ამაზე არ ვფიქრობთ."
"თუ ის თამაშობს, ეს ნიშნავს, რომ ამას იმსახურებს." - კომპანი დეივისზე
კომპანი ალფონსო დეივისის მომავალზე:

"ჩემთვის ეს ეხება სპორტულ ასპექტს. თუ ის თამაშობს, ეს ნიშნავს, რომ ის ამას იმსახურებს.

რასაც ახლა აჩვენებს, ამ დონეზე უნდა დარჩეს.

მე ღიად ვსაუბრობ ფონზისთან იმაზე, თუ როგორ შეუძლია მას ამ დონის შენარჩუნება. ყველაფერი დანარჩენი ფროინდის და ებერლის საქმეა."
“ბაიერნმა” დეივისს ულტიმატუმი წაუყენა - ცნობილია დეტალები
წყაროები ამბობენ, რომ “ბაიერნმა” კიდევ ერთხელ სცადა ალფონსო დეივისის შენარჩუნება და მას ერთი შეხედვით "საბოლოო შეთავაზება" წარუდგინა.

როგორც ცნობილია, კლუბმა დეივისს უთხრა, რომ ან ამ შეთავაზებას მიიღებდა ან შეეძლო მოეძებნა სხვა კლუბი. ფეხბურთელს ჯერ არ უპასუხია.

ვენსან კომპანი დეივისის დიდი გულშემატკივარია. მიუხედავად ამისა, კონტრაქტის გახანგრძლივება ჯერ კიდევ გაურკვეველია.
ვინ იყო 66 წლის მამაკაცი, რომელიც მატჩის მსვლელობისას გარდაიცვალა?
გუშინ გარდაცვლილი მაყურებელი 2006-2012 წლებში ლუქსემბურგის ქალთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი, 66 წლის რომენ ჟანია.

მას სტადიონზე ინფარქტი დაემართა და პირველადი დახმარების თანამშრომლებმა ყველაფერი გააკეთეს მის შესანარჩუნებლად, სანამ საავადმყოფოში გადაიყვანეს ინტენსიური თერაპიის ქვეშ, მაგრამ ის გზაში გარდაიცვალა.

ჟანი ცნობილი ფიგურა იყო ლუქსემბურგის საფეხბურთო საზოგადოებაში.
კიმ მინ-ჯე: "კიმიხი კარგი მეგობარია, რომელიც ყოველთვის მამხნევებს"
კიმ მინ-ჯე იოზუა კიმიხზე საუბრობს, რომელმაც მისი თამაშები შეაფასა:

„ჯოში კარგი მეგობარია, რომელიც ყოველთვის მამხნევებს.

მახარებს, როცა დამცავ ურჩხულს მეძახის. მიუნხენში თავდაჯერებული ვარ და თავს სრულიად სახლში ვგრძნობ.

მაგრამ წინ კიდევ უფრო მეტია - ჯერ კიდევ ვერ მივაღწიე იმ დონეს, რაც "ნაპოლიში" მქონდა."
ფროინდი: “ვერ ვხედავთ გუნდში რაიმეს შეცვლის საჭიროებას.”
კრისტოფ ფროინდი ამბობს, რომ “ბაიერნი” იანვრის სატრანსფერო ფანჯარაში აქტიურობის საფუძველს ვერ ხედავს.

"ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ ამჟამინდელი შემადგენლობით. ახლა ვერ ვხედავთ საჭიროებას, რომ რაიმე გავაკეთოთ.

ჩვენ ვართ ისეთ სიტუაციაში, როდესაც ზოგიერთ მნიშვნელოვან მოთამაშეს აქვს კონტრაქტები, რომლებსაც ვადა მალე გაუვათ - სწორედ ამაზე ვართ ორიენტირებულები.

ამჟამად კონცენტრირებულები ვართ იმ გუნდზე, რომელიც ჩვენს განკარგულებაშია. გასაკეთებელი ბევრია."
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 32 8 23 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 17 2 12 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 13 5 8 0
4
ლეროი სანე
გოლი: 10 1 8 1
5
თომას მიულერი
გოლი: 5 2 1 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 13 2 10 1
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 2 7 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 4 5 0
4
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
5
სერჟ გნაბრი
ასისტი: 6 2 3 1
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0