გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" ლიდერმა, ტონი კროოსმა საინტერესო განცხადება გააკეთა.
"ესპანეთთან 6:0 მარცხი, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეულია ჩემს კარიერაში 2012 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მსგავსად. თუმცა, ეს იყო შეხვედრა სადაც ვგრძნობდი, რომ არაფრის გაკეთება არ შეგვეძლო."
"ძალიან ცუდად ვითამაშეთ და მნიშვნელოვანია, რომ სწორი დასკვნები გამოვიტანოთ. არადა, ესპანელებს რამდენიმე თვის წინ 1:1 ვეთამაშეთ და მაშინ კარგად გამოვიყურებოდით."
"ახლა რამდენიმე თვის მანძილზე სანაკრებო მატჩები არ იქნება, რაც ჩემი აზრით დიდი სისულელეა. მაგრამ, ეს დრო ჩვენს სასარგებლოდ უნდა გამოვიყენოთ." - აცხადებს კროოსი.
FIFA-ს ოფიციალურმა საიტმა გასული წლის საუკეთესოების ტიტულებისთვის მებრძოლთა სია გამოაქვეყნა.
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, წლის საუკეთესო ფეხბურთელისთვის ბრძოლაში მიუნხენის "ბაიერნიდან" მხოლოდ ორი მოთამაშე, რობერტ ლევანდოვსკი და ტიაგო ალკანტარა მოხვდნენ.
მანუელ ნოიერს მხოლოდ და მხოლოდ საუკეთესო მეკარის ტიტულისთვის ბრძოლა შეუძლია. ჰანს ფლიკი კი წლის საუკეთესო მწვრთნელის წოდებისთვის იბრძოლებს.
საუკეთესო ფეხბურთელისა და მეკარის ნომინანტების სია შემდეგნაირად გამოიყურება:
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა "ზალცბურგთან" მატჩამდე პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
"ხვალ ჩვენი მიზანი გამარჯვება და 1/8 ფინალში ადგილის განაღდება იქნება, თუმცა, ვიცით რომ მარტივი არ იქნება. "ზალცბურგმა" გასულ მატჩშიც გვაჩვენა რომ შეუძლია პრობლემების შექმნა."
"იმედი მაქვს ხვალ ლუკას ერნანდესი შეძლებს ჩვენს დახმარებას, თუნდაც, სათადარიგო სკამიდან. ბუნა სარი და კორენტინ ტოლისო კი არ გვეყოლებიან."
"ყოველთვის მნიშვნელოვანია მეტოქე წნეხის ქვეშ გყავდეს და შეტევის საშუალება არ მისცე. ხავი მარტინესისა და მარკ როკას სახით ჩვენ კარგი შემცვლელები გვყავს საყრდენ ზონაში."
"ნიკლასმა 8 დღე კარანტინში გაატარა და ამის შემდეგ განაახლა ვარჯიში. ის "ვერდერთან" სათამაშოდ სრულად მზად არ იყო და არ გავრისკე." - აცხადებს ფლიკი.
მიუნხენის "ბაიერნის" ლიდერმა, რობერტ ლევანდოვსკიმ საინტერესო თემებზე ისაუბრა.
"არ ვიცი როდის დავასრულებ კარიერას. 2023 წლამდე კონტრაქტი მაკავშირებს და მანამდე ჯერ ძალიან დიდი დროა. ვიცი, რომ კიდევ დიდხანს შემიძლია თამაში, მაგრამ, მოსაფიქრებლად საკმარისი პერიოდი მაქვს."
"ოქროს ბურთის მოგება? ეს რაიმე განსაკუთრებული არაა, ეს უბრალოდ დამატებითია. რა თქმა უნდა გამიხარდებოდა გამარჯვება, მაგრამ ჩემთვის პირველი გუნდური ჯილდოებია. ვიღაცამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო და ამას უნდა შევეგუოთ."
"გასული სეზონის შემდეგ დიდი პერიოდი არ გვქონია იმის გასააზრებლად, თუ რას მივაღწიეთ. მცირე ხნით დავისვენეთ და შემდეგ ჩვეულ რიტმში მოგვიწია დაბრუნება." - აცხადებს ლევანდოვსკი.
მოგეხსენებათ, ყოველწლიურად დუბაიში Globe Soccer-ის დაჯილდოება იმართება, სადაც სხვადასხვა კატეგორიაში საუკეთესოებს ასახელებენ.
როგორც ჩანს, მიმდინარე წელს გრანდიოზულ ცერემონიალს ვიხილავთ, რადგან წლის საუკეთესოების გარდა ასევე გასული დეკადის საუკეთესო ფეხბურთელებსაც დააჯილდოებენ.
2020 წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოსთვის მიუნხენის "ბაიერნიდან" რობერტ ლევანდოვსკი და სერჟ გნაბრი იბრძოლებენ. მწვრთნელთა შორის წარდგენილია ჰანს ფლიკი.
პოლონელი თავდამსხმელი არიენ რობენის, მანუელ ნოიერისა და ფილიპ ლამის გვერდით 21-ე საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზისთვისაც იბრძოლებს. საუკუნის მწვრთნელთა შორის კი ბუნდესნაკრების დამრიგებელი, იოხამ ლიოვიც მოხვდა.
გერმანიის ბუნდესლიგის მერვე ტურში მიუნხენის "ბაიერნმა" ბრემენის "ვერდერს" უმასპინძლა და დაუზავდა - 1:1.
ხსენებული შეხვედრის განაცხადში არ იყო "რეკორდმაისტერის" ცენტრალური მცველი, ნიკლას ზულე. გერმანული გამოცემა BILD ამ თემაზე საინტერესო ინფორმაციას აქვეყნებს.
კერძოდ, წყაროს ცნობით, ზულეს განაცხადში ვერმოხვედრის მიზეზი ჭარბი წონაა. ფლიკი ფიქრობს, რომ 25 წლის ფეხბურთელმა ტრავმის მოშუშების შემდეგ ზედმეტი წონა ვერ მოიშორა და ამაზე აუცილებლად უნდა იმუშაოს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ კახაბერ ცხადაძემ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები ჭარბი წონის გამო გააკრიტიკა და როგორც ჩანს, ფლიკმა მისი განცხადება გაითვალისწინა (ავტორის ხუმრობა).
გასულ კვირაში ლანჩხუთის "გურიამ" უდიდეს წარმატებას მიაღწია და ჩემპიონთა ლიგის დასკვნით ეტაპზე, 1/16 ფინალში შეძლოს გასვლა.
ამ ეტაპზე უკვე ევროპის საუკეთესო კლუბები იღებენ მონაწილეობას, ისეთები, როგორებიც არიან ბოლო ხუთგზის ლიგის გამარჯვებული "ლიონი", ესპანეთის ჩემპიონი "ბარსელონა", გერმანული გრანდები "ვოლფსბურგი" და "ბაიერნი" და სხვები.
ლანჩხუთური კლუბი პირველად მონაწილეობს ჩემპიონთა ლიგაზე, შესაბამისად, კლუბს ჯერ კიდევ 0.00 კოეფიციენტი აქვს და ის განუთესავთა ჯგუფში იმყოფება. შესაბამისად, მათი მეტოქე უძლიერესთა რიგებიდან იქნება.
მერსისაიდული "ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა ნაკრების შესაძლო გაწვრთნაზე კომენტარი გააკეთა.
"ახლა მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია. მე "ლივერპულთან" კონტრაქტი მაკავშირებს და ამ გუნდში თავს ბედნიერად ვგრძნობ."
"მე დიდი პასუხისმგებლობა მაქვს აღებული და ამ ეტაპზე არ ვაპირებ ის მივატოვო და ახალი გამოწვევები მივიღო."
"გერმანიის ნაკრების გაწვრთნა? ეს ყველაზე ხშირი კითხვაა. მომავალში არ გამოვრიცხავ რომ მართლაც ჩავიბარო ბუნდესნაკრები, მაგრამ ახლა მე "ლივერპულის" მწვრთნელი ვარ." - აცხადებს კლოპი.
მიუნხენის "ბაიერნის" ლიდერმა, თომას მიულერმა "ვერდერთან" ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ პრესასთან ისაუბრა.
"მეტოქე ძალიან კარგად იცავდა თავს და სიღრმიდან თამაშობდა. მათ 40 მეტრზე ამოწევა გვაიძულეს, რასაც გოლი მოჰყვა. ძალიან მარტივი გოლი გავუშვით და ქამბექი დაგვჭირდა. "ვერდერის" გეგმამ იმუშავა."
"ესპანელებთან 0:6 მარცხი სამწუხაროა როგორც გულშემატკივრის, ასევე თანაგუნდელის მხრიდანაც. თუმცა, მჯერა გერმანული ფეხბურთი კვლავ დაბრუნდება."
"ნაკრებში დაბრუნება? მე არასდროს დამისრულებია სანაკრებო კარიერა. ვფიქრობ ფეხბურთელები ამაზე არ უნდა საუბრობდნენ, თუმცა, როდესაც 0:6 აგებ ესე იგი რაღაც სწორად არ მიდის. შენ ამ თემაზე უნდა იფიქრო." - აცხადებს თომასი.
გერმანიის ბუნდესლიგის მერვე ტურში მიუნხენის "ბაიერნმა" ბრემენის "ვერდერს" უმასპინძლა და მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა - 1:!.
გარდა ვერ მოპოვებული სამი ქულისა "რეკორდმაისტერისთვის" შეხვედრა კიდევ ერთი მიზეზით იყო უარყოფითი. ლუკას ერნანდესმა დაზიანება მიიღო.
ფრანგმა მცველმა ტრავმა პირველი ტაიმის განმავლობაში მიიღო, რის გამოც მინდვრის დატოვება მოუწია. მის ნაცვლად ლეონ გორეცკა შემოვიდა.
ჯერ-ჯერობით უცნობია, რამდენად მძიმეა ლუკასის ტრავმის სიმძიმე. შეგახსენებთ, რომ დაზიანების გამო მეორე მარცხენა მცველი, ალფონსო დეივისიც ვერ ეხმარება გუნდს.