bayern.ge სიახლეები გვერდი 468
"ბაიერნის" ხელმძღვანელობამ სამაგალითო გადაწყვეტილება მიიღო
მიუნხენის "ბაიერნის" ხელმძღვანელობამ სამაგალითო გადაწყვეტილება მიიღო.

მოგეხსენებათ, კორონავირუსის პანდემიამ ევროპული გრანდების ბიუჯეტს სერიოზული ზიანი მიაყენა. თუმცა, "რეკორდმაისტერი" საკუთარი თანამშრომლების გახარებას მაინც ახერხებს.

გერმანული გამოცემების ინფორმაციით, კლუბში მომსახურე პერსონალის ყველა წევრი საშობაოდ ბონუსის სახით 1500 ევროს მიიღებს.
ოფიციალურად: საქართველო ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურმა საიტმა ძალიან სასიხარულო ინფორმაცია გამოაქვეყნა.

"უეფას-ს 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი საქართველო იქნება."

"უეფა-ს გადაწყვეტილებით, 2023 წლის 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის 24-ე ჩემპიონატს საქართველო და რუმინეთი უმასპინძლებს."

"16 ევროპული ნაკრები ოთხ ჯგუფში გადანაწილდება. თითოეული ქვეყანა ორ-ორ ჯგუფს უმასპინძლებს. ჩემპიონატის დებულების თანახმად, ორივე მასპინძელი ქვეყანა - საქართველო და რუმინეთი ფინალურ ეტაპზე საკვალიფიკაციო ეტაპის გავლის გარეშე ითამაშებს."

"ევრო 2023-ის ახალგაზრდულ ნაკრებთა ფინალური მატჩი საქართველოში, ბათუმის სტადიონზე შედგება, ხოლო გახსნით მატჩს რუმინეთი უმასპინძლებს." - წერია განცხადებაში.
ოფიციალურად: დეივისის დაბრუნების საბოლოო თარიღი ცნობილია
მიუნხენის "ბაიერნის" რიგებში სასიხარულო ამბებია. გუნდის მარცხენა მცველი, ალფონსო დეივისი დასაბრუნებლად ემზადება.

დღეს კანადელმა ფეხბურთელმა სრული დატვირთვით ივარჯიშა, რაც ნიშნავს, რომ ფონზის უკვე მომდევნო შეხვედრაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს. ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა.

მოგეხსენებათ, შაბათს "ბაიერნი" პრინციპულ დაპირისპირებაში "ლაიფციგს" შეხვდება. შესაბამისად, თუ ჰანს ფლიკი გადაწყვეტს, მასში მონაწილეობის მიღება ალფონსო დეივისსაც შეეძლება. თუმცა, უფრო მეტად მისი დაბრუნება შემდეგ კვირაში არის მოსალოდნელი.

შეგახსენებთ, რომ კანადელმა უკანასკნელი შეხვედრა 24 დეკემბერს, "აინტრახტის" წინააღმდეგ ჩაატარა.
ფლიკი: "ბაიერნის დნმ ყველა საფეხბურთო ასპექტში უნდა ჩანდეს"
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა გერმანულ გამოცემასთან ინტერვიუში საინტერესო თემებზე ისაუბრა.

"ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სწორად თამაშია. ვიცი, რომ ამ გუნდს დიდი პოტენციალი აქვს შეტევაში და ეს მეტოქეზე ორმაგად ზრდის წნეხს. ჩვენს ფეხბურთელებს საკუთარი თავის რწმენა აქვთ გაზრდილი."

"ჩემი ხედვით "ბაიერნის" დნმ უნდა გადაეცემოდეს მთელს გუნდს და საწვრთნელ პერსონალს. ეს დნმ არა მხოლოდ ძირითად გუნდში, არამედ აკადემიებში, სკაუტინგში და ნებისმიერ საკითხში უნდა ჩანდეს."

"თუ მე არ შემიძლია გამოწვევებს ვუპასუხო, მაშინ "ბაიერნში" არაფერი მესაქმება. ჩვენ არ გვჭირდება ფეხბურთელი, რომელიც მხოლოდ იმ სიმაღლეზე ხტება, რამდენზეც საჭიროა. ყველა მათგანი საკუთარ თავს უნდა გადაახტეს და მაქსიმალურისთვის იბრძოლოს." - აცხადებს ფლიკი.
"ბაიერნი" და "მანჩესტერი" სუპერტალანტისთვის იბრძვიან
გერმანული გამოცემა BILD-ის ინფორმაციით, მიუნხენის "ბაიერნმა" ედუარდო კამავინგას ტრანსფერზე მუშაობა განაახლა.

ახალგაზრდა ნახევარმცველის შესახებ გასული კვირების განმავლობაშიც იწერება, თუმცა, უკანასკნელი ცნობებით, "რეკორდმაისტერი" საქმეს უკვე სერიოზულად მიუდგა.

როგორც ცნობილია, ჰანს ფლიკი ტიაგო ალკანტარას ჩამნაცვლებლად სწორედ 18 წლის უნიჭიერეს ფეხბურთელს მიიჩნევს და მასში დიდ პოტენციალს ხედავს.

კამავინგას შეძენა "ბაიერნის" გარდა ასევე მანჩესტერ "იუნაიტედსაც" სურს. მის ტრანსფერში მთავარ ფავორიტებად სწორედ ეს კლუბები მიიჩნევიან.
მიულერის "ატლეტიკოსთან" გატანილი გოლი ისტორიული აღმოჩნდა
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურში მიუნხენის "ბაიერნი" მადრიდის "ატლეტიკოს" ესტუმრა და დაუზავდა - 1:1.

"რეკორდმაისტერის" ერთადერთი გოლი გუნდის ლიდერმა, თომას მიულერმა 86-ე წუთზე, თერთმეტმეტრიანი დარტყმით გაიტანა. აღსანიშნავია, რომ გერმანელი ფეხბურთელისთვის ეს გოლი ისტორიული აღმოჩნდა.

კერძოდ, მიულერს უკვე 47 გოლი დაუგროვდა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, რითაც ის საუკეთესო ბომბარდირთა ათეულში შევიდა.

თომასმა ლეგენდარული ფილიპო ინძაგი ჩამოიტოვა, რომელსაც მის მსგავსად 46 გოლი ჰქონდა გატანილი.

ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირთა ათეული ამჟამად ასე გამოიყურება:

წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო - ბუკმეიკერების ფავორიტი ცნობილია
რამდენიმე დღის წინ FIFA-ს ოფიციალურმა საიტმა გასული წლის საუკეთესო ფებხურთელის ჯილდოსთვის მებრძოლთა სია დაასახელა.

საბუკმეიკერო კანტორებმა თითოეულ კანდიდატს კოეფიციენტი მიანიჭეს. არ იქნება გასაკვირი თუ გეტყვით, რომ მთავარ ფავორიტად რობერტ ლევანდოვსკი მიიჩნევა.

პოლონელ თავდამსხმელის შანსი 1.3 კოეფიციენტით შეფასდა, რაც ყველაზე დაბალია კანდიდატებს შორის. მას შემდეგ მოდიან კრისტიანო რონალდუ და ლეო მესი, შესაბამისად 6.0 და 8.0 კოეფიციენტებით.

შეგახსენებთ, რომ FIFA მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს 11 დეკემბერს დაასახელებს.
"ბაიერნის" მთავარი სატრანსფერო სამიზნეები 2021 წლისთვის ცნობილია
როგორც ჩანს, მიუნხენის "ბაიერნი" აღებული კურსის ცვლილებას არ აპირებს და მომავალი სეზონიდან კვლავ გაგრძელდება გუნდის გადახალისება.

გერმანული გამოცემების ინფორმაციით, "რეკორდმაისტერმა" 2021 წლის ზაფხულის ტრანსფერები უკვე დაგეგმა და 2 მთავარი სატრანსფერო სამიზნეც ამოირჩია.

წყაროს ცნობით, კლუბი ყველაზე მეტად გლადბახის "ბორუსიას" ფეხბურთელების, დენის ზაქარიასა და ფლორიან ნეუჰაუსის შეძენას ეცდება.

როგორც ცნობილია, ორივე ხსენებული მოთამაშის მოყვანა პირადად ჰანს ფლიკის მოთხოვნაა, რაც 2021/22 წლების სეზონის დაწყებამდე აუცილებლად შესრულდება.
ჭადრაკის სისტემა ფეხბურთში - ჩემპიონთა ლიგის ფორმატი იცვლება
ბრიტანული გამოცემა The Times-ის ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, უახლოეს მომავალში ჩემპიონთა ლიგის ფორმატის ცვლილება ვიხილოთ.

კერძოდ, წყაროს ცნობით, UEFA განიხილავს ჭადრაკის სისტემაზე გადასვლას, რაც გულისხმობს შემდეგს:

სავარაუდოდ, მონაწილეთა რაოდენობა 36 კლუბამდე გაიზრდება, თითოეული კლუბი კი 5 მოწინააღმდეგეს შეხვდება შინ და გარეთ. სულ 10 შეხვედრა.

საუკეთესო 16 გუნდი 1/8 ფინალში შეძლებს გასვლას. დივიზიონის პირველადგილოსანი მეთექვსმეტეს შეხვდება, მეორეადგილოსანი მეთხუთმეტეს და ა. შ.

სავარაუდოდ, დამტკიცების შემთხვევაში ეს ცვლილება ძალაში 2024/25 წლების სეზონიდან შევა.
"ატლეტიკო" - "ბაიერნი" სასტარტო შემადგენლობები
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში მიუნხენის "ბაიერნი" მადრიდის "ატლეტიკოს" სტუმრობს.

გთავაზობთ სასტარტო შემადგენლობებს:

"ატლეტიკო": ობლაკი - ტრიპიერი, სავიჩი, ხიმენესი, ერმოსო - ლორენტე, კოკე, საული, კარასკო - ჟოაო ფელიში, კორეა

"ბაიერნი": ​ნუბელი - ზულე, ალაბა, ერნანდესი - სარი, ხავი მარტინესი, მუსიალა, არი-მბი - სანე, ჩუპო მოტინგი, დუგლას კოშტა
UEFA-მ წლის საუკეთესო თერთმეტეულის კანდიდატები დაასახელა
UEFA-ს ოფიციალურმა საიტმა გასული სეზონის საუკეთესო თერთმეტეულის გამოსავლენად გამოკითხვა დაიწყო.

გასაკვირი არ იქნება თუ გეტყით, რომ სიაში ყველაზე მეტი, 10 წარმომადგენელი მიუნხენის "ბაიერნს" ჰყავს.

ხმის მიცემა ამ ლინკის საშუალებით შეგიძლიათ.

იხილეთ ნომინანტების სრული სია:


ფედერაციის გადაწყვეტილება - რა შემთხვევაში დაბრუნდებიან ვეტერანები
მოგეხსენებათ, დღეს გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის შეხვედრა გაიმართა, სადაც გადაწყდა, რომ იოახიმ ლიოვი ეროვნულ ნაკრებში მინიმუმ ევროპის ჩემპიონატამდე დარჩება.

გარდა ამისა, ბუნდესფედერაციამ ლიოვთან ერთად კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე იმსჯელა. ეს გახლავთ ვეტერანი ფეხბურთელების დაბრუნება ნაკრებში.

გერმანული გამოცემების ინფორმაციით, გადაწყვეტილება შეიცვალა, ოღონდ მცირედით.

ჟერომ ბოატენგი, თომას მიულერი და მატს ჰუმელსი ეროვნულ გუნდში დაბრუნებას მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეძლებენ. თუ ნაკრებს ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი დაუბრუნდება.

სხვა შემთხვევაში კი ლიოვის პოზიცია უცვლელია და ვეტერანები კვლავ ნაკრებს მიხმა ხვდებიან.
ბოატენგმა ლიოვის დარჩენაზე კომენტარი გააკეთა
დღეს გერმანიის ფეხბურთის ფედერაციამ გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიხედვითაც იოახიმ ლიოვი ევროპის ჩემპიონატის დასრულებამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე რჩება.

აღნიშნულ თემაზე კომენტარი მიუნხენის "ბაიერნის" ვეტერანმა ცენტრალურმა მცვლემა, ჟერომ ბოატენგმა გააკეთა.

"მე ბედნიერი ვარ ამ ფაქტით. ვფიქრობ, გასული წლების განმავლობაში ლიოვმა სრულიად დაიმსახურა ნაკრების მწვრთნელის პოსტის შენარჩუნება." - აცხადებს ბოატენგი.
ოფიციალურად: ლიოვის ბედი საბოლოოდ გადაწყდა
გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურმა საიტმა იოახიმ ლიოვის შესახებ განცხადება გაავრცელა.

წყაროს ცნობით, ორშაბათს ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომა გაიმართა, სადაც სხვადასხვა თემასთან ერთად მთავარი მწვრთნელის საკითხიც განიხილებოდა.

ფედერაციის წარმომადგენლებმა იმსჯელეს და საბოლოოდ გადაწყვიტეს, რომ ლიოვი ევროპის ჩემპიონატის დასრულებამდე გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იქნება.

ბუნდესფედერაციამ მთავარ მწვრთნელს სრული ნდობა გამოუცხადა. შესაბამისად, ის მინიმუმ ევრო 2021-მდე არ დატოვებს გერმანიის ნაკრებს.
კიმიხის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ახალი ინფორმაცია გავრცელდა
როგორც ჩანს, იოზუა კიმიხი იმაზე უფრო მალე დაბრუნდება, ვიდრე ამას გულშემატკივრები ელოდნენ.

გერმანული გამოცემების ინფორმაციით, "ბაიერნის" ლიდერი აღდგენით პროცესებს შეუდგა და უკვე მინდორზეც შეძლო სავარჯიშოდ გასვლა.

მოგეხსენებათ, 7 ნოემბერს "დორტმუნდთან" მიღებული ტრავმის შემდეგ იოზუამ ოპერაცია ჩაიტარა და მას იანვრის შუა რიცხვებში უწინასწარმეტყველებდნენ დაბრუნებას.

თუმცა, უკანასკნელი ცნობებით მისი აღდგენითი პროცესი დათქმულ ვადაზე ადრე დაიწყო და არ არის გამორიცხული, მან წლის ბოლომდე შეძლოს დაბრუნება.


ხავი მარტინესი: "ბაიერნში 9 წლის გატარება ძალიან ბევრს ნიშნავს"
მიუნხენის "ბაიერნის" ვეტერანმა ფეხბურთელმა, ხავი მარტინესმა პრესკონფერენიაზე ისაუბრა,

"გასულ ზაფხულს ვფიქრობდი კლუბიდან წასვლაზე და შესაბამისი შეთავაზების შემთხვევაში, მართლაც წავიდოდი. თუმცა, საბოლოოდ დარჩენა გადავწყვიტე. მწვრთნელი და გუნდი მენდობა, ეს კი სრულიად საკმარისია ჩემთვის."

"კონტრაქტის მიხედვით ბოლო წელიწადი მაქვს, თუმცა, ივნისამდე შეიძლება ბევრი რამ შეიცვალოს. "ბაიერნში" მეცხრე წელს ვატარებ, რაც ძალიან დიდი დროა. მე გუნდის ნაწილი ვარ და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი."

"მიუნხენში დიდებული წლები გავატარე. კარიერის დასრულებამდე სიახლის გამოცდა მსურს. მაგრამ, გადაწყვეტილი არაფერია."

"ატლეტიკოს წინააღმდეგ ახალ სტადიონზე აქამდე არ მითამაშია და ეს განსაკუთრებული იქნება. სამწუხაროა, რომ თამაშს ფანები ვერ დაესწრებიან." - აცხადებს მარტინესი.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 38 11 26 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 18 3 12 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 17 5 12 0
4
ლეროი სანე
გოლი: 13 1 11 1
5
სერჟ გნაბრი
გოლი: 7 0 7 0
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 19 1 17 1
2
იოზუა კიმიხი
ასისტი: 14 6 7 1
3
ჰარი კეინი
ასისტი: 13 2 9 2
4
სერჟ გნაბრი
ასისტი: 9 3 5 1
5
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
1
კონრად ლაიმერი
11 0 2 8 1
2
დაიოტ უპამეკანო
8 0 1 6 1
3
ლეონ გორეცკა
7 0 4 2 1
4
იოზუა კიმიხი
6 0 1 4 1
5
ჰარი კეინი
6 0 1 5 0