მიუნხენის "ბაიერნის" ლიდერი, რობერტ ლევანდოვსკი თავის ყოფილ აგენტს გადასახადებისგან თავის არიდებაში სდებს ბრალს.
ყველაფერი რამდენიმე კვირის წინ დაიწყო, როდესაც ცეზარ კუხარსკიმ პოლონელ ფეხბურთელს თანხის უკანონო მითვისების გამო სასამართლოში უჩივლა და კომპენსაციის სახით 9 მილიონი ევრო მოითხოვა. ახლა კი სიტუაცია საპირისპიროდ შეტრიალდა.
გერმანული გამოცემების ინფორმაციით, არსებობს დოკუმენტები იმისა, რომ 32 წლის ფეხბურთელი კუხარსკის სააგენტოს თანხებს ურიცხავდა, ეს უკანასკნელი კი ლევანდოვსკისგან მალულად რიცხავდა ფულს პოლონურ ანგარიშებზე.
როგორც ცნობილია, გამოძიება უახლოეს პერიოდში დაიწყება და ლევანდოვსკის სიმართლის შემთხვევაში, ფეხბურთელი კომპენსაციის სახით დიდ თანხებს მიიღებს.
22-23 დეკემბერს გერმანიის თასის მეორე ეტაპის შეხვედრები გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას, რა თქმა უნდა, მიუნხენის "ბაიერნიც" მიიღებს.
ჯერ-ჯერობით უცნობია, ვის შეხვდება "რეკორდმაისტერი", თუმცა, უკვე გარკვეულია, რომ ფეხბურთელები მინდორზე სპეციალური ფორმებით გამოვლენ.
ახალი მაისური ე.წ. Human Race-ის მოძრაობის მხარდასაჭერი იქნება და ის ადიდასის დიზაინერმა, ფარელ ვილიამსმა შექმნა. როგორც ცნობილია, ამ მაისურით გუნდი მხარს დაუჭერს ტოლერანტულობისა და მშვიდად თანაცხოვრების იდეას.
გერმანული გამოცემა Sport1-ის ინფორმაციით, მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი, ჰანს ფლიკი წლების განმავლობაში აკვირდებოდა ტიაგო დანტასის პროგრესს. იგი თავდაპირველად ჟოზე ბოტოს, "ბენფიკას" ყოფილ სკაუტს დაუკავშირდა.
წყაროს ცნობით, ახალგაზრდა ნახევარმცველის დამატება თავად "რეკორდმაისტერის" მთავარი მწვრთნელის მოთხოვნა იყო. დიდი ალბათობით, კლუბი მას სეზონის ბოლოს 7.5 მილიონ ევროდ გამოისყიდის.
დანტასმა უკვე დაიწყო გერმანული ენის შესწავლა. ის მალევე დაუმეგობრდა თომას მიულერს. ეს უკანასკნელი ტიაგოს ადაპტაციაში და ენის სწავლაში აქტიურად ეხმარება.
აქვე გთავაზობთ ნაწყვეტს ფლიკის ინტერვიუდან, სადაც ის ტიაგო დანტასის შესახებ საუბრობს.
"როგორც მწვრთნელს, ძალიან მსიამოვნებს მასთან ერთად მუშაობა. ტიაგო მოწადინებულია, რომ რაც შეიძლება ბევრი ისწავლოს. მან თავისი ძალა უკვე გვაჩვენა ვარჯიშებზე."
"ალკანტარა მსოფლიო დონის ფეხბურთელია, რომელმაც საკუთარი შესაძლებლობები დაამტკიცა, დანტასს კი თავისი სტილი აქვს, რომელსაც მალე გვაჩვენებს. ის ფიზიკურ ორთაბრძოლებში ოდნავ მოიკოჭლებს, თუმცა, ამაზე ვიმუშავებთ." - აცხადებს ფლიკი.
მოგეხსენებათ, სამშაბათს მიუნხენის "ბაიერნის" ერთ-ერთ ლიდერს, სერჟ გნაბრის კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც მან "ატლეტიკოსთან" შეხვედრა გამოტოვა.
გერმანული გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, "რეკორდმაისტერის" რიგებში კიდევ ერთ ადამიანს მიუვიდა დადებითი პასუხი ტესტზე და ეს გახლავთ სტაფის წევრი, ჯიანი ბიანკი.
როგორც ცნობილია, გუნდის ფიზმომზადების მწვრთნელს კონტაქტი არ ჰქონია გნაბრისთან, შესაბამისად, გადაცემა მისგან არ მომხდარა. ვინაიდან "ბაიერნის" რიგებში ვირუსის გადაცემის ფაქტი არ დაფიქსირებულა, "აინტრახტთან" მატჩი ჩვეულებრივად გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ გუშინდელი ინფორმაციით სერჟ გნაბრიმ უკვე დაამარცხა კორონავირუსი და საკარანტინო 10 დღის გასვლის შემდეგ დაუბრუნდება გუნდს.
მიმდინარე სეზონში აქტუალური თემა გახლავთ გიორგი მიქაუტაძე. საფრანგეთის პასპორტის მქონე ქართველი ფეხბურთელი, რომელიც ბელგიის პროქსიმუს ლიგაში ბრწყინვალედ გამოიყურება.
19 წლის ფორვარდის დიდი პროგრესი არც ევროპაში გამორჩენიათ. ცნობილმა გამოცემა Transfermarkt-ზე ქართველი ფორვარდის სატრანსფერო ფასი 6-ჯერ გიაზარდა და ახლა 1.2 მილიონ ევროს შეადგენს. გარდა ამისა, საიტმა მას მცირე სტატიაც მიუძღვნა.
როგორც სტატიიდან ირკვევა, მიქაუტაძე გოლების გატანის მხრივ ევროპაში მეორეა. კერძოდ, მას ყოველ 44 წუთში გააქვს გოლი და ამ მაჩვენებლით მხოლოდ და მხოლოდ "ბაიერნის" ლიდერს, რობერტ ლევანდოვსკის ჩამორჩება, რომელსაც ყოველ 43 წუთში ერთხელ გააქვს გოლი. მესამე ადგილზე კრამარიჩია, 45 წუთიანი მაჩვენებლით.
ცნობისთვის, მიქაუტაძეს ბელგიის პროქსიმუს ლიგაში 7 თამაშში უკვე 14 გოლი აქვს გატანილი, რობერტ ლევანდოვსკის მაჩვენებელი კი 4 მატჩში 7 გოლია.
ჩემპიონთა ლიგის გახსნით ტურში მიუნხენის "ბაიერნმა" მადრიდის "ატლეტიკოს" უმასპინძლა და ანგარიშით 4:0 გაანადგურა.
პირველი ტაიმის მიმდინარეობისას მთავარმა არბიტრმა თომას მიულერი უცნაურ სიტაუციაში გააფრთხილა, რამაც ამ უკანასკნელის აღშფოთება გამოიწვია. თომასმა მაიკლ ოლივერს ამ ეპიზოდში შემდეგი სიტყვებით მიმართა:
"ეს ნამდვილად დაუჯერებელია. რა ხდება? მსოფლიო ფეხბურთში ყველაზე დიდ ხულიგნებთან, "ატლეტიკოსთან" ვთამაშობთ და ყვითელ ბარათს მე მიჩვენებ?" - განუცხადა თომასმა ოლივერს.
მოგეხსენებათ, სამშაბათს მიუნხენის "ბაიერნის" ლიდერს, სერჟ გნაბრის კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც მან "ატლეტიკოსთან" შეხვედრა გამოტოვა.
გერმანული გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, ახალგაზრდა ვინგერმა დღეს მორიგი ტესტი ჩაიტარა და რაც არ უნდა მოულოდნელი იყოს, უარყოფითი პასუხი მიიღო.
როგორც ჩანს, გნაბრიმ საკმაოდ მალევე მოახერხა ვირუსის დამარცხება. თუმცა, ამის მიუხედავად მას გარკვეული პერიოდის განმავლობაში თვითიზოლაციაში მოუწევს ყოფნა.
დიდი ალბათობით, გნაბრი მომდევნო დღეებში კიდევ ერთ ტესტს ჩაიტარებს და მორიგი უარყოფითი პასუხის შემთხვევაში სავარაუდოდ, 31 ოქტომბერს, "კიოლნთან" შეხვედრაში შეძლებს გუნდის დახმარებას.
ჩემპიონთა ლიგის პირველი ტური დასრულდა და უკვე ცნობილია კვირის საუკეთესო თერთმეტეული გამოცემა Whoscored-ის ვერსიით.
"ატლეტიკოსთან" ბრწყინვალე გარჯა დაუფასდათ მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველებს. ხსენებულ პოზიციაზე 4-დან სამი ფეხბურთელი სწორედ "რეკორდმაისტერიდან" იყო. ესენი არიან იოზუა კიმიხი, ლეონ გორეცკა და კინგსლი კომანი.
ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში მიუნხენის "ბაიერნმა" მადრიდის "ატლეტიკოს" უმასპინძლა და ანგარიშით 4:0 გაანადგურა.
შეხვედრის პირველ ტაიმში "რეკორდმაისტერის" ლიდერმა, თომას მიულერმა საკმაოდ საკამათო სიტუაციაში ყვითელი ბარათი მიიღო, რაც მან გააპროტესტა. ამ ეპიზოდს სოციალურ ქსელებში დიდი გარჩევა მოჰყვა, რაზეც ერთ-ერთმა ფეხბურთის გულშემატკივარმა ასეთი შინაარსის კომენტარი დაწერა:
"უხეში დარღვევა, სრულიად დამსახურებული ყვითელი ბარათი. და თომასის სიტყვები სრულიად საშინელება იყო. მადლობა თქვი, რომ მსაჯმა ვერ გაიგო, თორემ შხაპს ნაადრევად მიიღებდი." - წერს ერთ-ერთი ფანი.
ამ კომენტარს მიულერმა მარტივად, მხოლოდ ერთი ე.წ. ღიმილის emoji-ს დახმარებით უპასუხა - ?.
მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ "ბაიერნთან" განცდილი მძიმე მარცხის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.
"არც კი ვიცი რატომ დავუშვით ამდენი შეცდომები, თუ ეს უბრალოდ მეტოქის ვირტუოზული თამაშის წყალობით მოხდა. უბრალოდ, მათ ყველაფერი გამოსდიოდათ."
"დღევანდელ მატჩში გუნდებს შორის განსხვავება მხოლოდ ეს იყო, "ბაიერნმა" თავისი შანსები გამოიყენა. თუმცა, ჩვენ ბოლომდე ვცდილობდით გოლის გატანას."
"სევილია სულ ცოტა ხნის წინ ეთამაშა ამ გუნდს და კინაღამ, სუპერთასის ტიტულიც აართვა. ჩვენ კი მწარე მარცხი განვიცადეთ. ამ თამაშიდან დასკვნები უნდა გამოვიტანოთ." - აცხადებს ჩოლო.
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა მადრიდის "ატლეტიკოს" გამარჯვების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.
"ძალიან კარგად ვითამაშეთ. ისეთ გუნდს დავუპირისპირდით, რომელიც დაცვაში ბრწყინვალედ თამაშობს, თუმცა, ჩვენი თამაში დამაგვირგვინებელ ფაზაში ფანტასტიკური იყო."
"გახარებული ვარ ჩემი გუნდის თამაშით და ულამაზესი გოლებით. უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოვიპოვეთ."
"მეტოქის მიერ დატოვებული სივრცეები კარგად გამოვიყენეთ. ისინი ძალიან მარლა იყვნენ ამოწეულები და ამით ვისარგებლეთ."
"თომასმა კარგად იცის სად უნდა დადგეს. ის მატჩის მიმდინარეობს თან გუნდს წვრთნის, მოძღვრავს. შეიძლება ითქვას, რომ მიულერი მწვრთნელისთვის დამატებითი ხელია." - აცხადებს ფლიკი.
მიუნხენის "ბაიერნმა" ჩემპიონთა ლიგის გახსნით ტურში 4:0 დაამარცხა მადრიდის "ატლეტიკო".
შეხვედრის ბოლოს სტუმართა ლიდერმა, ჟოაო ფელიშმა სასტვენის შემდეგ უძლიერესად დაარტყა. მიუხედავად იმისა, რომ ბურთის კარში გასვლის შემთხვევაში გოლი მაინც არ ჩაითვლებოდა, ნოიერმა მაყურებელი გაახალისა და ულამაზეს სტილში ბურთი მოიგერია.