bayern.ge სიახლეები გვერდი 477
როკა: "თანაგუნდელებთან შეხვედრას მოუთმენლად ველოდები"
მიუნხენის "ბაიერნის" ახალწვეულმა, მარკ როკამ გუნდში გადმოსვლის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

"მე ძალიან ბედნიერი ვარ. ეს ოცნების აღდგენას ჰგავს. ჩემთვის "ბაიერნი" უდიდესი კლუბია ისტორიაში. მოუთმენლად ველოდებოდი როდის შედგებოდა შეთანხმება და მადლობა ღმერთს, რომ ეს მოხდა."

"მოუთმენლად ველოდები ვარჯიშების დაწყებას და თანაგუნდელებთან შეხვედრას. იმედი მაქვს, რომ ჩემი დახმარებით კლუბი უფრო გაძლიერდება და ტიტულების მოგებაში შევიტან წვლილს." - აცხადებს როკა.
France Football ყველა დროის საუკეთესო გუნდს ასახელებს
ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა France Football წელს ყველა დროის მსოფლიოს საუკეთესო თერთმეტეულს დაასახელებს.

გამოცემამ უკვე გამოაქვეყნა მეკარისა და დაცვის ხაზის პოზიციებზე ნომინირებული მოთამაშეები, სადაც არაერთი მიუნხენელი მოხვდა.

საუკეთესო მეკარისთვის მანუელ ნოიერი და ზეპ მაიერი იბრძოლებენ. მარჯვენა მცველისთვის ბრძოლაში "ბაიერნის" კიდევ ერთი ლეგენდა, ფილიპ ლამი იბრძოლებს. დაცვის ცენტრში ნომინირებულია ფრანც ბეკენბაუერი, რაც შეეხება მარცხენა მცველის პოზიციას, აქ პოლ ბრაიტნერი და ანდრეას ბრემე არიან.

დანარჩენ პოზიციებს France Football უახლოეს მომავალში გააჟღერებს.
დუგლას კოშტას პირველი კომენტარი "ბაიერნში" ტრანსფერის შემდეგ
სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს მიუნხენის "ბაიერნმა" დუგლას კოშტა დაიმატა. ბრაზილიელმა გარემარბმა დაბრუნების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ კვლავ "ბაიერნის" ღირსებას ვიცავ. ეს ჩემთვის ძალიან ემოციური მომენტია, რადგან აქ დიდებული დრო გავატარე, წარმატებებითა და ტიტულებით სავსე და დარწმუნებული ვარ, თასების მოგებას კვლავ მოვახერხებ." - აცხადებს კოშტა.

ბრაზილიელის ტრანსფერზე კომენტარი ჰასან სალიჰამიჯიჩმაც გააკეთა.

"დუგლასი ჩვენი გუნდის ფლანგებს კიდევ უფრო გააძლიერებს. ის ჩვენს გუნდს კარგად იცნობს და ადაპტაციასაც მალე გაივლის." - აცხადებს სალიჰამიჯიჩი.
რას წარმოადგენს ახალწვეული ტიაგო დანტასი (ვიდეო)
მიუნხენის "ბაიერნი" ახალგაზრდა ნახევარმცველის, ტიაგო დანტასის გაფორმებასთან ძალიან ახლოსაა. ფეხბურთელი უკვე მიუნხენში იმყოფება, სადაც სამედიცინო შემოწმებას გადის. ალბათ საინტერესოა ვიცოდეთ, რას წარმოადგენს ტიაგო.

19 წლის ფეხბურთელი "ბენფიკას" აკადემიის აღზრდილია და მას ყველა ასაკობრივი გუნდი აქვს გამოვლილი. პოზიციით ცენტრალური ნახევარმცველი გამოირჩვა კარგი დრიბლინგითა და ბურთის კონტროლის ბრწყინვალე უნარით. ამ უკანასკნელ კომპონენტში მას ჩაბი ალონსოსაც კი ადარებენ.

ტიაგოს საკმაოდ დიდი პოტენციალის მქონე ფეხბურთელად მიიჩნვენ. მისი სატრანსფერო ღირებულება 1.5 მილიონ ევროს შეადგენს. ის "ბაიერნის" რიგებს იჯარის წესით შეუერთდა და დიდი ალბათობით, სეზონს მეორე გუნდში გაატარებს. კლუბს მისი გამოსყიდვის უფლება ექნება.

გთავაზობთ ფეხბურთელის საუკეთესო მომენტებს კარიერიდან.
ჩუპო მოტინგი: "ბაიერნში თამაში ჩემთვის უდიდესი პატივია"
მიუნხენის "ბაიერნის" ახალწვეულმა, ერიკ მაქსიმ ჩუპო-მოტინგმა პირველი კომენტარი გააკეთა ტრანსფერის დადასტურების შემდეგ.

"სასიამოვნო გრძნობაა ბუნდესლიგაში დაბრუნება და საუკეთესო გერმანულ კლუბში თამაში. ვის არ სურს "ბაიერნის" მაისურით გამოსვლა?"

"ეს ჩემთვის უდიდესი პატივია. "ბაიერნი" ყოველთვის ყველა ტიტულის მოსაგებად იბრძვის და ვეცდები, რომ მიზნის მიღწევაში ჩემი წვლილი შევიტანო." - აცხადებს კამერუნელი.

შეგახსენებთ, რომ ჩუპო-მოტინგი კლუბს ერთი წლის ვადით, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
ოფიციალურად: ჩუპო მოტინგი "ბაიერნის" ფეხბურთელია
მიუნხენის "ბაიერნის" ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა, რომ გუნდის რიგებს კამერუნელი თავდამსხმელი, ერიკ მაქსიმ ჩუპო-მოტინგი შეუერთდა.

31 წლის ფეხბურთელი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და ერთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

ჩუპო მოტინგი "რეკორდმაისტერის" რიგებში ცამეტნომრიანი მაისურით ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ უკანასკნელად ფეხბურთელი "პსჟს" რიგებში გამოდიოდა და ორწლიანი კარიერის განმავლობაში 51 მატჩში 9 გოლი გაიტანა.
დუგლას კოშტა "ბაიერნში" გადასვლასთან ახლოსაა
სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე მცირე ხნით ადრე მიუნხენის "ბაიერნმა" გააქტიურება დაიწყო.

იტალიური გამოცემების ინფორმაციით, "რეკორდმაისტერი" ძალიან ახლოს არის დუგლას კოშტას დაბრუნებასთან.

წყაროს ცნობით, ბრაზილიელი ვინგერი უკვე მიუნხენში იმყოფება, სადაც ხვალ სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ამის შემდეგ ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდება.

კოშტა "ბაიერნში" ერთწლიანი იჯარით ბრუნდება. კლუბს მისი გამოსყიდვის უფლება ექნება.
"ბაიერნმა" ოდოის თაობაზე ოფიციალური შეთავაზება გააკეთა
მიუნხენის "ბაიერნი" ლონდონის "ჩელსის" ამომავალი ვარსკვლავის, კალუმ ჰადსონ ოდოის ტრანსფერზე მუშაობას განაგრძობს.

გერმანული გამოცემების ინფორმაციით, "რეკორდმაისტერმა" ახალგაზრდა ვინგერის სანაცვლოდ პირველი ოფიციალური შეთავაზება უკვე გააკეთა და ახლა პასუხს ელოდება.

წყაროს ცნობით, მიუნხენელები ოდოის ერთწლიანი იჯარით დამატებას, შემდგომ 70 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გამოსყიდვის უფლებით აპირებენ. თუმცა, თავად "ჩელსის" მოთხოვნა გამოსყიდვის აუცილებლობაა.

შეგახსენებთ, რომ ოდოისადმი ინტერესი თავად "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმაც დაადასტურა.
ფლიკი: "ჰადსონ ოდოისადმი ინტერესს ვადასტურებ"
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა ბერლინის "ჰერტასთან" მატჩამდე ვრცელი პრესკონფერენცია ჩაატარა.

"კუისენსი ახლა რთულ სიტუაციაშია. მე მას ვესაუბრე და სრული მხარდაჭერა გამოვუცხადე. მიკაელს დღეს ჩვენთან ერთად არ უვარჯიშია, რადგან კორონას ტესტი ჯერ არ გაუვლია, შესაბამისად, ხვალ არ იქნება."

"ტრანსფერების განსახორციელებლად ჯერ კიდევ არის დრო. დაველოდოთ ორშაბათს, ყველაფერი მაშინ გაირკვევა."

"სვენი უდიდესი პროფესიონალია. როგორც ადამიანი და როგორც ფეხბურთელი, ძალიან მოგვენატრება. მას წარმატებას ვუსურვები "ჰამბურგის" რიგებში."

"ჰადსონ ოდოი ბრწყინვალე ფეხბურთელია. მას შესანიშნავად შეუძლია შეტევის ნებისმიერ პოზიციაზე თამაში და გასაკვირი არ არის, რომ ინტერესს ვიჩენთ."

"ალაბა და გორეცკა ვარჯიშს დაუბრუნდნენ. კომანს "დორტმუნდთან" თამაშამდეც აწუხებდა კუნთის ტრავმა. მისი თამაში ხვალ საეჭვოა." - აცხადებს ფლიკი.
Sky: "ბაიერნმა" ლა ლიგის ვარსკვლავი ოფიციალურად გაიფორმა
5 ოქტომბერს ევროპაში სატრანსფერო ფანჯარა იხურება და როგორც ჩანს, მიუნხენის "ბაიერნი" ამ დრომდე რამდენიმე მოთამაშის დამატებას აპირებს.

გამოცემა Sky Sport-ის ინფორმაციით, "რეკორდმაისტერმა" უკვე გაიფორმა კატალონიის "ესპანიოლის" ვარსკვლავი, მარკ როკა და გუნდი ოფიციალურ განცხადებას უახლოეს საათებში გაავრცელებს.

წყაროს ცნობით, მიუნხენელებმა 23 წლის ნახევარმცველის სანაცვლოდ 9 მილიონი ევრო გადაიხადეს და კიდევ 6 მილიონი ბონუსების სახით არის გათვალისწინებული.

როკამ "ესპანიოლის" დღევანდელი ვარჯიში გამოტოვა და მიუნხენში ჩაფრინდა, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ტრანსფერი საბოლოოდ დაიხურება.
სამწუხარო ინფორმაცია: "ბაიერნის" ახალგაზრდა ფეხბურთელმა უმძიმესი ტრავმა მიიღო
მიუნხენის "ბაიერნის" ახალგაზრდა ნახევარმცველმა, მალიკ ტილმანმა უმძიმესი დაზიანება მიიღო.

გერმანული გამოცემების ინფორმაციით, 18 წლის ფეხბურთელმა ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა, რის გამოც ის დაახლოებით 4-6 თვის განმავლობაში ვერ შეძლებს დაბრუნებას.

ტილმანი 2015 წლიდან "ბაიერნის" აკადემიის წევრია და გასულ სეზონში სარეზერვო გუნდშიც ჰქონდა დებიუტი. იგი საკმაოდ კარგ ფორმაში იყო და 8 თამაშში 5 გოლის გატანაც მოასწრო.
სერხი რობერტომ "ბაიერნთან" 2:8 წაგების მიზეზი დაასახელა
კატალონიის "ბარსელონას" მარჯვენა მცველმა, სერხი რობერტომ მიუნხენის "ბაიერნთან" განცდილი გამანდგურებელი მარცხის მიზეზი დაასახელა.

"ვფიქრობ, "ბაიერნთან" იმიტომ წავაგეთ, რომ მეტოქე საკმარისად ვერ შევაფასეთ. ჩვენ მათ მოუმზადებლები დავუპირისპირდით და შედეგიც სახეზეა."

"თუმცა, ეს სეზონი წარსულს ჩაბარდა და დროა დავივიწყოთ. ახლა გაცილებით უფრო ძლიერები ვართ და ტიტულების მოსაგებად ვიბრძოლებთ." - აცხადებს რობერტო.
ბუკმეიკერებმა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტები დაასახელეს
ევროპის ლიგის კენჭისყრის შემდეგ საბუკმეიკერო კანტორებმა ჩემპიონთა ლიგის 2020/21 წლების სეზონის ფავორიტები დაასახელეს.

გასაკვირი არ იქნება თუ გეტყვით, რომ ყველაზე დაბალი კოეფიციენტი მიუნხენის "ბაიერნს" აქვს - 5.00. "რეკორდმაისტერის" მსგავსად 5.00 კოეფიციენტით შეაფასეს მანჩესტერ "სიტის" შანსებიც.

მესამე, მეოთხე და მეხუთე ადგილებზე "ლივერპული", "პსჟ" და მადრიდის "რეალი" არიან, შესაბამისად 7.00, 11.00 და 12.5 კოეფიციენტებით.

რაც შეეხება "ბარსელონასა" და "იუვენტუსის" ჩემპიონობას, აღნიშნული პოზიცია 15.00 კოეფიციენტით შეფასდა.
ლიოვმა სანაკრებო მატჩებისთვის განაცხადი დაასახელა
მომდევნო კვირაში სანაკრებო პაუზა აიღებს სტარტს, რის განმავლობაშიც გერმანიის ეროვნული გუნდი სამ შეხვედრას გამართავს თურქეთის, შვეიცარიისა და უკრაინის წინააღმდეგ.

ბუნდესნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იოახიმ ლიოვმა სანაკრებო მატჩებისთვის განაცხადი დაასახელა.

აღსანიშნავია, რომ შემადგენლობაში მიუნხენის "ბაიერნის" 5 წევრი მოხვდა. ესენია მანუელ ნოიერი, ნიკლას სულე, იოზუა კიმიხი, ლეონ გორეცკა და სერჟ გნაბრი.

სრული განაცხადი შემდეგნაირად გამოიყურება:


რატომ ჩაიშალა კუისენსის ტრანსფერი "ლიდსში" - მიზეზი ცნობილია
გასული დღეების განმავლობაში აქტიურად იწერებოდა იმის შესახებ, რომ მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველი, მიკაელ კუისენსი კარიერას "ლიდსი იუნაიტედში" გააგრძელებდა, თუმცა, საბოლოოდ ტრანსფერი ჩაიშალა.

გერმანული გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, ახალგაზრდა ფეხბურთელმა "ლიდსში" სამედიცინო შემოწმება ჩააგდო. ამჟამად ფრანგს ტრავმა არ აწუხებს, თუმცა, შემოწმებამ აჩვენა, რომ მას გარკვეული პრობლემები აქვს, რის გამოც არსებობს მძიმე ტრავმის რისკი. ბრიტანელები კი ასე გარისკვას არ აპირებენ.

ახლა კუისენსი საკმაოდ რთულ სიტუაციაშია. ის მიუნხენში დაბრუნდა, სადაც მთავარ მწვრთნელს შემადგენლობიდან უკვე ჩამოწერილი ჰყავს და ახალი კლუბის მოძებნა 5 ოქტომბრამდე რთული იქნება.

თუმცა, თავის მხრივ ფრანგი ახალგაზრდა საკმაოდ ამბიციურია და ნათელია, რომ მას "ბაიერნის" შემადგენლობაში სურს თავის დამკვიდრება. შესაბამისად, ახლა ყველაფერი სწორედ მასზე იქნება დამოკიდებული.
ვის შეხვდება "ბაიერნი" ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში
1 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა, სადაც გაირკვა, რომ მიუნხენის "ბაიერნის" მეტოქეები მადრიდის "ატლეტიკო", ზალცბურგის "რედ ბული" და მოსკოვის "ლოკომოტივი" იქნებიან.

აღსანიშნავია, რომ "რეკორდმაისტერი" პირველივე ტურში ურთულესი შეხვედრით იწყებს. გუნდი მადრიდში ჩავა და "ვანდა მეტროპოლიტანოზე" "ატლეტიკოს" დამარცხებას შეეცდება.

შეხვედრა 20 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 36 11 24 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 18 3 12 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 14 5 9 0
4
ლეროი სანე
გოლი: 12 1 10 1
5
თომას მიულერი
გოლი: 6 3 1 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 15 2 12 1
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 2 7 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 4 5 0
4
სერჟ გნაბრი
ასისტი: 8 3 4 1
5
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0