ავტორიტეტულმა გერმანულმა გამოცემა Transfermarkt-მა მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელების განახლებული ფასები გამოაქვეყნა.
გასაკვირი არ იქნება თუ გეტყვით, რომ მოთამაშეების უმრავლესობის ღირებულება გაიზარდა. განსაკუთრებით კი აღსანიშნია იოზუა კიმიხის, ალფონსო დეივისისა და სერჟ გნაბრის ფასები.
გერმანელი საყრდენი ნახევარმცველის ღირებულებამ 10 მილიონი ევროთი მოიმატა და უკვე 85 მილიონ ევროს შეადგენს, რითაც ის ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეა თავის პოზიციაზე.
რაც შეეხებათ სერჟ გნაბრისა და ალფონსო დეივისს, ამ მოთამაშეების ფასები შესაბამისად 18 და 20 მილიონით გაიზარდა და 90 და 80 მილიონ ევროს შეადგენს.
მიუნხენის "ბაიერნის" ლიდერმა, რობერტ ლევანდოვსკიმ მომავალი სეზონის გეგმებზე ისაუბრა.
"მომდევნო სეზონი ყველა კლუბისთვის და ფეხბურთელისთვის ურთულესი იქნება. შესაძლოა, ასეთი მძიმე სეზონი არავის ჰქონია ისტორიაში. ყოველ 3 დღეში თამაში შესვენების გარეშე."
"ჩვენ მზად უნდა ვიყოთ არა მხოლოდ საფეხბურთო უნარების კუთხით, არამედ ფიზიკურადაც." - აცხადებს პოლონელი.
მიმდინარე კვირას ბუნდესლიგის 2020/21 წლების სეზონი აიღებს სტარტს.
მიუნხენის "ბაიერნი" პირველ ტურში გელზერკიხენის "შალკეს" უმასპინძლებს და რაც მთავარია, გულშემატკივრებთან ერთად.
გერმანიის ფედერაციის მთავრობის გადაწყვეტილებით, სტადიონებზე ფანების დაშვება ნებადართული გახდა. ამიერიდან ოქტომბრის ბოლომდე გუნდებს ტრიბუნების 20%ის შევსების უფლება ექნებათ.
ავტორიტეტულმა ფინანსურმა გამოცემა Forbes-მა მსოფლიოს 10 ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფეხბურთელი გამოავლინა.
ათეული მოთამაშეების წლიური ხელფასითა და რეკლამებიდან შემოსული თანხით შედგა და მასში მხოლოდ ერთი "ბაიერნის" ფეხბურთელი მოხვდა, რობერტ ლევანდოვსკის სახით.
მიუნხენის "ბაიერნმა" 2020/21 წლების სეზონისთვის ვარჯიშები განაახლა, თუმცა, სამწუხაროდ დანაკლისით.
გერმანული გამოცემა Sky-ს ინფორმაციით, "რეკორდმაისტერის" ვარჯიშებში მონაწილეობას არ იღებს კინგსლი კომანი. ჯერ-ჯერობით უცნობია, რა სახის ტრავმასთან გვაქვს საქმე, თუმცა, ფრანგი ამ დრომდე ვერ ახერხებს ვარჯიშს.
სამაგიეროდ, არის სასიხარულო ინფორმაციაც. ხავი მარტინესმა, რომელიც ბოლო პერიოდში განცალკევებით ვარჯიშობდა, ტრავმა სრულად მოიშუშა და ძირითად გუნდს შეუერთდა. იგი მატჩებში მონაწილეობის მისაღებად მზადაა.
შეგახსენებთ, რომ მიუნხენის "ბაიერნი" ბუნდესლიგის გახსნით ტურში 18 სექტემბერს, გელზერკიხენის "შალკეს" დაუპირისპირდება.
“ევროპაბეთის” მომხმარებლები დღეიდან ყველაზე თანამედროვე, EMV სტანდარტის ბარათით ისარგებლებენ. საქართველოში პირველად თანხის განაღდების დაფარული არხის პლასტიკურ ბარათს EMV ტექნოლოგიის ჩიპი და უკონტაქტო გადახდის NFC ფუნქციონალი ექნება.
დავიდ ალაბას მიუნხენის "ბაიერნიდან" შესაძლო წასვლაზე საუბრები დიდი ხანია მიმდინარეობს. ეს ჭორები კი ორივე მხარის წარმომადგენლების ბოლოდროინდელმა განცხადებებმა კიდევ უფრო გაამძაფრა.
ამის მიუხედავად, გერმანული გამოცემა Bild მიიჩნევს, რომ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს 28 წლის მცველის გაყიდვა ძალიან არარეალურია. ამის მიზეზად კი სატრანსფერო ფასი სახელდება.
წყაროს ცნობით, "რეკორდმაისტერს" ავსტრიელი ფეხბურთელის გაყიდვით 60 მილიონი ევროს მიღება სურს, ამ ეტაპზე კი მსგავსი თანხის გადამხდელი არცერთი გუნდი არ არის.
არსებობს საკმაოდ რეალური შანსი იმისა, რომ ალაბა სეზონის დასრულებამდე დარჩეს გუნდში და შემდგომ თავისუფალი აგენტის სტატუსით წავიდეს. თუმცა, ეს "ბაიერნისთვის" ყველაზე ნაკლებად ხელსაყრელი იქნება.
მიუნხენის "ბაიერნის" მცველის, დავიდ ალაბას მამამ თავისი შვილის მომავალზე კომენტარი გააკეთა.
"დავიდი გუნდში მოვიდა მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ თინეიჯერი იყო. წლების მანძილზე აქედან წასვლის არაერთი შანსი არსებობდა, მაგრამ ჩვენ კლუბის ერთგული დავრჩით."
"ბაიერნისგან საჯაროდ მსგავსი სახის ტყუილებს ხელფასსა ბონუსებზე ნამდვილად არ ველოდით. იმის მტკიცება, რომ შეთანხმება ჩვენი მაღალი მოთხოვნების გამო ვერ ხერხდება, მტკნარი სიცრუეა."
"ჩვენ ჩვენი იდეები გვაქვს. მსგავსი სახის ტყუილების გავრცელება იმიტომ დაიწყეს, რომ მათ მოთხოვნებს არ ვთანხმდებით." - აცხადებს დავიდის მამა.
მიუნხენის "ბაიერნის" ავსტრიელ მცველს, დავიდ ალაბას რომ კლუბის დატოვება სურს, ეს ამბავი არახალია. 28 წლის ფეხბურთელის მსურველთა რიცხვს კიდევ ერთი კლუბი შეუერთდა.
ბრიტანული გამოცემა Football London-ის ინფორმაციით, ალაბას შეძენით ლონდონის "ჩელსიც" ინტერესდება.
მოგეხსენებათ, "არისტოკრატებმა" მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს არაერთი ვარსკვლავი დაიმატეს, ავსტრიელი მცველი კი ფრენკ ლამპარდის ბოლო მოთხოვნაა.
ალაბას "ბაიერნთან" კონტრაქტი 1 წელიწადში უმთავრდება და მხარეები ახალ პირობებზე ვერ თანხმდებიან. კლუბს მისი უფასოდ გაშვებაც არ სურს. შესაბამისად, დიდი ალბათობით, ავსტრიელი სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე დატოვებს კლუბს.
გერმანული გამოცემა Kicker ჰანს ფლიკის სატრანსფერო მოთხოვნებს ასაჯაროებს.
წყაროს ცნობით, ფანჯრის დახურვამდე სამი კვირით ადრე მიუნხენის "ბაიერნის" მთავარ მწვრთნელს ორი მთავარი სატრანსფერო მოთხოვნა აქვს.
პირველ რიგში, მას ახალი მარჯვენ მცველი სჭირდება, რომელიც ბენჟამინ პავარს დასვენების საშუალებას მისცემს. კლუბი აქტიურად განიხილავდა სერჟინიო დესტის დამატებას, თუმცა, დიდი ალბათობით ტრანსფერი აღარ შედგება და ახალი ვარიანტის მოძიება გახდება საჭირო.
ასევე, ფლიკს სურს, რომ ახალი ცენტრალური ნახევარმცველი შეიძინონ. მოგეხსენებათ, ტიაგო ალკანტარა "ბაიერნის" დატოვებას გეგმავს და ჰანსს სწორედ მისი შემცვლელი ესაჭიროება.
მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს ტურინის "იუვენტუსსა" და მიუნხენის "ბაიერნს" შორის შესაძლოა, ხმაურიანი გაცვლა ვიხილოთ.
იტალიური გამოცემების ინფორმაციით, კლუბები ტიაგო ალკანტარასა და დუგლას კოშტას გაცვლის ვარიანტს განიხილავენ.
მოგეხსენებათ, "რეკორდმაისტერს" ახალი ვინგერის დამატება უნდა. გარდა ამისა, ესპანელი ნახევარმცველი ახალ კონტრაქტს არ აფორმებს და ფაქტობრივად, გადაწყვეტილია, რომ სატრანსფერო ფანჯრის ამოწურვამდე ის კლუბს დატოვებს.
შეგახსენებთ, რომ დუგლას კოშტა "ბაიერნის" რიგებში 2015-17 წლებშიც ასპარეზობდა.
მიუნხენის "ბაიერნის" პრეზიდენტთა საბჭოს წევრმა, ული ჰიონესმა ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიხსენა.
"ჩემპიონთა ლიგის ფინალში, ლისაბონში, იმ სასტარტო თერთმეტეულში, რაც "ბაიერნს" ჰყავდა გამოყვანილი, კლუბმა მხოლოდ 200 მილიონი ევრო გადაიხადა. "პსჟს" კი მარტო ნეიმარის შეძენა დაუჯდა 200 მილიონი." - აცხადებს ჰიონესი.
შეგახსენებთ, რომ "რეკორდმაისტერმა" ჩემპიონთა ლიგის ფინალში პარიზული გუნდი 1:0 დაამარცხა და ტიტულსაც დაესაკუთრა.