შესაძლოა დავიდ ალაბას კარიერა ნაადრევად დასრულდეს
როდესაც დავიდ ალაბამ 2021 წლის ზაფხულში დატოვა მიუნხენის "ბაიერნი" და გადავიდა მადრიდის "რეალში", ვერასოდეს წარმოიდგენდა, რა ელოდა მას ესპანეთის დედაქალაქში. თავის პირველ სეზონში, ავსტრიელმა მოიგო ჩემპიონთა, თუმცა მას შემდეგ ალაბას მადრიდული ოცნება კოშმარად იქცა.

მცველმა ტრავმა გასული წლის დეკემბრის დასაწყისში მიიღო. მაშინ მიუნხენის "ბაიერნი" დაეხმარა ალაბას ჯვარედინი ლიგატების ტრავმის მსოფლიოში ცნობილი სპეციალისტისგან მკურნალობაში. თუმცა, ესპანური გამოცემის ცნობით, ავსტრიელის ტრავმა გაცილებით უარესია, ვიდრე თავდაპირველად ეგონათ.

ალაბა განიცდის ძლიერ ტკივილს ვარჯიშის შემდეგ მუხლზე ხრტილის შემცირების გამო. მისი დაბრუნების თარიღი უკვე გადაიდო 2025 წლის იანვრამდე, რაც ნიშნავს რომ ის გამოტოვებს ამ სეზონის პირველ ნახევარსაც.

როგორც ჩანს, მადრიდის "რეალი" შეშფოთებულია, რომ ალაბა შესაძლოა ფეხბურთში საერთოდ ვერ დაბრუნდეს. თუ ეს სიმართლეა, ეს ნიშნავს ფეხბურთელის კარიერის ტრაგიკულ დასასრულს. ალაბა თინეიჯერობიდან თამაშობდა მიუნხენის "ბაიერნში". არავის სურს ტრავმის გამო კარიერის ადრე დასრულება.
როგორია უპამეკანოს და მუსიალას მდგომარეობა "ბარსელონასთან" მატჩამდე?
დაიო უპამეკანომ დღეს განაახლა გუნდური ვარჯიში და დაასრულა მთელი სესია.

რაც შეეხება ჯამალ მუსიალას, ის კვლავ ინდივიდუალურად განაგრძობს მუშაობას.

"ბაიერნს" არ სურს "ბარსელონას" წინააღმდეგ მატჩის წინ მასთან ერთად რაიმე რისკზე წასვლა.

ამჟამად ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის 19 ოქტომბერს, "შტუტგარტის" წინააღმდეგ ითამაშებს.
“ბარსელონასა” და დეივისს შორის მოლაპარაკებები გაიმართა
"ბარსელონას" სურს სცადოს ალფონსო დეივისის უფასოდ შეძენა მომავალ ზაფხულს.

წარმომადგენლებს შორის კონტაქტი შედგა და მოთამაშის მხრიდან დადებითი პასუხი იყო.

ფინანსური პაკეტი მაღალია, მაგრამ თუ “ბარსა” მას პრიორიტეტად აქცევს მიუწვდომელი არ იქნება.
"ფლიკი გერმანიის ფეხბურთის ასოციაციის მსხვერპლი გახდა" - რუმენიგე
მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ 'kicker'-თან ინტერვიუში თქვა:

„ჰანსი ძალიან კარგი მწვრთნელია. წელიწადნახევარში შვიდ ტიტულს ვერ მოიგებ, თუ კარგი მწვრთნელი არ ხარ.

დროთა განმავლობაში ის გახდა გერმანიის ფეხბურთის ასოციაციის მსხვერპლი, რომელიც იმ დროს სრულიად არასტაბილური იყო.

მე ვიცნობ ფლიკს და ვიცნობ მას როგორც პიროვნებას.

როდესაც ის ჩვენთან იყო, კვირაში სამჯერ მოდიოდა ჩემს კაბინეტში ესპრესოს დასალევად და ყველაფერზე სასაუბროდ.

მას სჭირდება ადამიანები, რომლებსაც ენდობა, მაგრამ ასეთი არავინ არ ჰყავდა გერმანიის ნაკრებში. მე ვუთხარი მას იმ დროს: ფრთხილად იყავი"
რუმენიგე: "ზოგმა მოთამაშემ კარიერის მენეჯმენტში გაგრძელებაზე უნდა იფიქროს"
კარლ-ჰაინც რუმენიგე თომას მიულერზე და მანუელ ნოიერზე:

"ჩვენ შევქმენით მემკვიდრეობა გარკვეული ფეხბურთელებით.

ვფიქრობ, კარგი იქნება, "ბაიერნმა" დაარწმუნოს ზოგიერთი მოთამაშე, რომ განიხილონ კარიერა მენეჯმენტში.

ისევე, როგორც ული ჰიოენსმა და მე გავაკეთეთ. მე მათ ვენდობი."
რუმენიგე: "კომპანი მახსენებს ჰაინკესის, გვარდიოლას, ანჩელოტის და ფლიკის დროს"
კარლ-ჰაინც რუმენიგე ვენსან კომპანიზე:

"სპორტული თვალსაზრისით ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან ჩვენ ვიპოვეთ პოზიტიური კულტურისკენ დასაბრუნებელი გზა, რომელიც უბრალოდ სახალისოა.

მომწონს მაღალი პრესინგი. ეს მახსენებს ჰაინკესის, გვარდიოლას, ანჩელოტის და ფლიკის "ბაიერნს".

ჩვენი ფეხბურთი არამარტო მიმზიდველი გახდა, არამედ სტადიონზე მაყურებლის სიხარულიც იგრძნობა."
"მან თითქოს 50-ე მატჩი ითამაშა" - ნოიერი პავლოვიჩის ნაკრებში დებიუტის შესახებ
მანუელ ნოიერი პავლოვიჩის სრული დებიუტის შესახებ გერმანიის ნაკრებში:

„როდესაც ეროვნულ გუნდში პირველ თამაშებს თამაშობ, ხშირად ხდება, რომ ყველაფრის გაკეთებას ვერ ბედავ.

მაგრამ მან თითქოს 50-ე მატჩი ითამაშა. ეს სიგრილე, დაუნდობლობა და გამბედაობა არის ის, რასაც იულიან ნაგელსმანი ითხოვს ფეხბურთელებისგან.

მწვრთნელს უნდა, რომ ყველას ჰქონდეს გამბედაობა და მოედანზე გამოიტანოს თავისი თვისებები, ზუსტად ამას აკეთებს პავლოვიჩიც."
- თქვა ნოიერმა.
მუსიალა მნიშვნელოვან პროგრესს განიცდის - როდის დაბრუნდება ჯამალი?
ჯამალ მუსიალამ გუშინდელთან შედარებით მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა.

მოთამაშემ გაზარდა ვარჯიშის დატვირთვა და შეძლო საკოორდინაციო სავარჯიშოების და სირბილის დროის გაზრდა 40 წუთამდე.

მუსიალა ბურთთან ერთად ჯერ კიდევ არ მუშაობს და ამჟამად გაურკვეველია იქნება თუ არა ის შემდეგი თამაშისთვის.
გაახანგრძლივებს თუ არა სვენ ულრაიხი “ბაიერნთან” კონტრაქტს?
პირველადი მოლაპარაკებები სვენ ულრაიხთან კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებაზე სავარაუდოდ, ნოემბერში გაიმართება.

ულრაიხის მომავალი ასევე დამოკიდებულია იმაზე, გაახანგრძლივებს თუ არა მანუელ ნოიერი კონტრაქტს და აპირებს თუ არა დანიელ პერეცი იჯარით წასვლას.

ულრაიხისთვის ახალი ერთწლიანი კონტრაქტია მოსალოდნელი.
"ბაიერნიდან" ინგლისის ნაკრებში - თომას ტუხელი ინგლისის მთავარი მწვრთნელი გახდა
მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა მწვრთნელმა, თომას ტუხელმა გააფორმა კონტრაქტი ინგლისის ნაკრებთან...
Opta მსოფლიოს მასშტაბით ტოპ 10 საუკეთესო ჩემპიონატს ასახელებს
Opta აქვეყნებს მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო შიდა ჩემპიონატების სიას, სადაც პირველ ადგილს პრემიერ ლიგა იკავებს, ხოლო ბუნდესლიგა მე-3...
მანჩესტერ “იუნაიტედი” აკვირდება მიუნხენის “ბაიერნის” სამ ფეხბურთელს
Sky Germany-ის ცნობით, მანჩესტერ “იუნაიტედი” აკვირდება მიუნხენის “ბაიერნის” სამ ფეხბურთელს: ალფონსო დეივისს, ლეონ გორეცკას და ლეროი სანეს.

პრემიერ ლიგის კლუბი ამჟამად მე-14 ადგილზეა. ერიკ ტენ ჰაგი და კლუბის ხელმძღვანელები 2025 წლის სატრანსფერო გეგმებს ამზადებენ.

ალფონსო დეივისსაც და ლეროი სანესაც აქვთ კონტრაქტი მიუნხენის “ბაიერნთან” 2025 წლამდე, მაგრამ მადრიდის "რეალი" ხელმოწერისთვის ბრძოლაში ლიდერობს.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 32 8 23 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 17 2 12 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 13 5 8 0
4
ლეროი სანე
გოლი: 10 1 8 1
5
თომას მიულერი
გოლი: 5 2 1 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 13 2 10 1
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 2 7 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 4 5 0
4
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
5
სერჟ გნაბრი
ასისტი: 6 2 3 1
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0