bayern.ge სიახლეები გვერდი 590
დეივისმა ტრავმის მიღების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა
მოგეხსენებათ, ფრანქფურტის "აინტრახთან" დაპირისპირების დროს მიუნხენის "ბაიერნის" ამომავალმა ვარსკვლავმა, ალფონსო დეივისმა სერიოზული დაზიანება მიიღო, რის გამოც ის 8 კვირას გამოტოვებს.

კანადელმა მარცხენა მცველმა ტრავმის მიღების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

"დიდი მადლობა ყველას მხარდასაჭერი წერილებისთვის. მე უფრო ძლიერი დავბრუნდები." - წერს ფონზი სოციალურ ქსელში.
ოფიციალურად: გნაბრის დაბრუნების თარიღი ცნობილია
მოგეხსენებათ, სამშაბათს მიუნხენის "ბაიერნის" ლიდერს, სერჟ გნაბრის კორონავირუსი დაუდასტურდა ამის გამო "ატლეტიკოსთან" მატჩის გამოტოვება მოუწია.

განმეორებითმა ტესტებმა, რომლებიც ზედიზედ ბოლო ოთხი დღის განმავლობაში ტარდებოდა, უარყოფითი პასუხები დააფიქსირა. "რეკორდმაისტერის" ოფიციალური საიტის ცნობით, ახალგაზრდა ვინგერს კარანტინის დატოვების უფლება მისცეს.

შესაბამისად, ხვალიდან გნაბრი უკვე გუნდთან ერთად განაახლებს ვარჯიშს. გარდა ამისა, მას მოსკოვის "ლოკომოტივთან" შეხვედრაში მონაწილეობის უფლება ექნება.

მიუნხენის ჯანმრთელობის დეპარტამენტში მიიჩნევენ, რომ გნაბრის დადებითი პასუხი გასულ კვირაში უბრალოდ შეცდომა იყო და მას კორონავირუსი არ ჰქონდა.
ლევანდოვსკი: "რეკორდები არ მაინტერესებს"
ბუნდესლიგის მეხუთე ტურში მიუნხენის "ბაიერნმა" ფრანქფურტის "აინტრახტს" უმასპინძლა და 5:0 დაამარცხა.

შეხვედრაში ჰეთ-თრიკის გაფორმება მოახერხა გუნდის ლიდერმა, რობერტ ლევანდოვსკიმ. პოლონელმა თამაშის შემდეგ საინტერესო განცხადება გააკეთა.

"მსგავსი სტატისტიკები ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის. გუნდს მე არა მხოლოდ გოლების გასატანად, არამედ სხვა რამეებისთვისაც ვჭირდები."

"20 წუთით ნაკლები დროის გატარება მინდორზე ნიშნავს, რომ მომდევნო მატჩში უფრო ენერგიული ვიქნები. ჩემთვის სკამზე დაჯდომა პრობლემას არ წარმოადგენს." - აცხადებს ლევანდოვსკი.
დეივისის ტრავმის სიმძიმე ცნობილია
ბუნდესლიგის მეხუთე ტურში მიუნხენის "ბაიერნმა" ფრანქფურტის "აინტრახტს" უმასპინძლა და 5:0 დაამარცხა.

დამაჯერებელი გამარჯვების მიუხედავად შეხვედრას "რეკორდმაისტერისთვის" იდეალურად არ ჩაუვლია. საწყის წუთებში დაზიანება მიიღო კანადელმა მცველმა, ალფონსო დეივისმა და იგი მალევე გაიყვანეს მინდვრიდან.

გერმანული გამოცემების ინფორმაციით, 19 წლის ფეხბურთელის ტრავმა სერიოზული გამოდგა და მას დაახლოებით 8 კვირის განმავლობაში მოუწევს უქმობა.

დიდი ალბათობით, დეივისი წლის ბოლოს, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის დროს დაბრუნდება.
"ბაიერნი" - "აინტრახტი" სასტარტო შემადგენლობა
გერმანიის ბუნდესლიგის მეხუთე ტურში მიუნხენის "ბაიერნი" ფრანქფურტის "აინტრახტს" მასპინძლობს.

გთავაზობთ "რეკორდმაისტერის" სასტარტო თერთმეტეულს მომავალი დაპირისპირებისთვის.

ნოიერი - სარი, ბოატენგი, ალაბა, დეივისი - კიმიხი, გორეცკა - დუგლას კოშტა, მიულერი, კომანი - ლევანდოვსკი.
"ბაიერნი" - "აინტრახტი" პირდაპირი ტრანსლიაცია
ბუნდესლიგის მეხუთე ტურში მიუნხენის "ბაიერნი" ფრანქფურტის "აინტრახტს" მასპინძლობს.

გთავაზობთ შეხვედრის საყურებელ ლინკებს:

ლინკი 1

ლინკი 2​​​

ლინკი 3​​​
ლევანდოვსკიმ ყოფილი აგენტის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა
მიუნხენის "ბაიერნის" ლიდერი, რობერტ ლევანდოვსკი თავის ყოფილ აგენტს გადასახადებისგან თავის არიდებაში სდებს ბრალს.

ყველაფერი რამდენიმე კვირის წინ დაიწყო, როდესაც ცეზარ კუხარსკიმ პოლონელ ფეხბურთელს თანხის უკანონო მითვისების გამო სასამართლოში უჩივლა და კომპენსაციის სახით 9 მილიონი ევრო მოითხოვა. ახლა კი სიტუაცია საპირისპიროდ შეტრიალდა.

გერმანული გამოცემების ინფორმაციით, არსებობს დოკუმენტები იმისა, რომ 32 წლის ფეხბურთელი კუხარსკის სააგენტოს თანხებს ურიცხავდა, ეს უკანასკნელი კი ლევანდოვსკისგან მალულად რიცხავდა ფულს პოლონურ ანგარიშებზე.

როგორც ცნობილია, გამოძიება უახლოეს პერიოდში დაიწყება და ლევანდოვსკის სიმართლის შემთხვევაში, ფეხბურთელი კომპენსაციის სახით დიდ თანხებს მიიღებს.
"ბაიერნი" გერმანიის თასზე სპეციალური ფორმებით გამოვა (ფოტოები)
22-23 დეკემბერს გერმანიის თასის მეორე ეტაპის შეხვედრები გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას, რა თქმა უნდა, მიუნხენის "ბაიერნიც" მიიღებს.

ჯერ-ჯერობით უცნობია, ვის შეხვდება "რეკორდმაისტერი", თუმცა, უკვე გარკვეულია, რომ ფეხბურთელები მინდორზე სპეციალური ფორმებით გამოვლენ.

ახალი მაისური ე.წ. Human Race-ის მოძრაობის მხარდასაჭერი იქნება და ის ადიდასის დიზაინერმა, ფარელ ვილიამსმა შექმნა. როგორც ცნობილია, ამ მაისურით გუნდი მხარს დაუჭერს ტოლერანტულობისა და მშვიდად თანაცხოვრების იდეას.

იხილეთ ფოტოები:



ფლიკი: "ტიაგო მსოფლიო დონის ფეხბურთელია, დანტასს კი თავისი სტილი აქვს"
გერმანული გამოცემა Sport1-ის ინფორმაციით, მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი, ჰანს ფლიკი წლების განმავლობაში აკვირდებოდა ტიაგო დანტასის პროგრესს. იგი თავდაპირველად ჟოზე ბოტოს, "ბენფიკას" ყოფილ სკაუტს დაუკავშირდა.

წყაროს ცნობით, ახალგაზრდა ნახევარმცველის დამატება თავად "რეკორდმაისტერის" მთავარი მწვრთნელის მოთხოვნა იყო. დიდი ალბათობით, კლუბი მას სეზონის ბოლოს 7.5 მილიონ ევროდ გამოისყიდის.

დანტასმა უკვე დაიწყო გერმანული ენის შესწავლა. ის მალევე დაუმეგობრდა თომას მიულერს. ეს უკანასკნელი ტიაგოს ადაპტაციაში და ენის სწავლაში აქტიურად ეხმარება.

აქვე გთავაზობთ ნაწყვეტს ფლიკის ინტერვიუდან, სადაც ის ტიაგო დანტასის შესახებ საუბრობს.

"როგორც მწვრთნელს, ძალიან მსიამოვნებს მასთან ერთად მუშაობა. ტიაგო მოწადინებულია, რომ რაც შეიძლება ბევრი ისწავლოს. მან თავისი ძალა უკვე გვაჩვენა ვარჯიშებზე."

"ალკანტარა მსოფლიო დონის ფეხბურთელია, რომელმაც საკუთარი შესაძლებლობები დაამტკიცა, დანტასს კი თავისი სტილი აქვს, რომელსაც მალე გვაჩვენებს. ის ფიზიკურ ორთაბრძოლებში ოდნავ მოიკოჭლებს, თუმცა, ამაზე ვიმუშავებთ." - აცხადებს ფლიკი.
გნაბრის შემდეგ "ბაიერნის" კიდევ ერთ წევრს დაუდასტურდა კორონავირუსი
მოგეხსენებათ, სამშაბათს მიუნხენის "ბაიერნის" ერთ-ერთ ლიდერს, სერჟ გნაბრის კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც მან "ატლეტიკოსთან" შეხვედრა გამოტოვა.

გერმანული გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, "რეკორდმაისტერის" რიგებში კიდევ ერთ ადამიანს მიუვიდა დადებითი პასუხი ტესტზე და ეს გახლავთ სტაფის წევრი, ჯიანი ბიანკი.

როგორც ცნობილია, გუნდის ფიზმომზადების მწვრთნელს კონტაქტი არ ჰქონია გნაბრისთან, შესაბამისად, გადაცემა მისგან არ მომხდარა. ვინაიდან "ბაიერნის" რიგებში ვირუსის გადაცემის ფაქტი არ დაფიქსირებულა, "აინტრახტთან" მატჩი ჩვეულებრივად გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ გუშინდელი ინფორმაციით სერჟ გნაბრიმ უკვე დაამარცხა კორონავირუსი და საკარანტინო 10 დღის გასვლის შემდეგ დაუბრუნდება გუნდს.
"ბაიერნი" - "აინტრახტი" სავარაუდო შემადგენლობა
გერმანიის ბუნდესლიგის მეხუთე ტურში მიუნხენის "ბაიერნი" ფრანქფურტის "აინტრახტს" უმასპინძლებს.

გთავაზობთ "რეკორდმაისტერის" სავარაუდო თერთმეტეულს მომავალი დაპირისპირებისთვის.

ნოიერი - პავარი, ზულე, ალაბა, ერნანდესი - კიმიხი, გორეცკა - დუგლას კოშტა, მიულერი, კომანი - ლევანდოვსკი.
მიქაუტაძე ლევანდოვსკის კვალდაკვალ - ქართველი საუკეთესოებს შორის
მიმდინარე სეზონში აქტუალური თემა გახლავთ გიორგი მიქაუტაძე. საფრანგეთის პასპორტის მქონე ქართველი ფეხბურთელი, რომელიც ბელგიის პროქსიმუს ლიგაში ბრწყინვალედ გამოიყურება.

19 წლის ფორვარდის დიდი პროგრესი არც ევროპაში გამორჩენიათ. ცნობილმა გამოცემა Transfermarkt-ზე ქართველი ფორვარდის სატრანსფერო ფასი 6-ჯერ გიაზარდა და ახლა 1.2 მილიონ ევროს შეადგენს. გარდა ამისა, საიტმა მას მცირე სტატიაც მიუძღვნა.

როგორც სტატიიდან ირკვევა, მიქაუტაძე გოლების გატანის მხრივ ევროპაში მეორეა. კერძოდ, მას ყოველ 44 წუთში გააქვს გოლი და ამ მაჩვენებლით მხოლოდ და მხოლოდ "ბაიერნის" ლიდერს, რობერტ ლევანდოვსკის ჩამორჩება, რომელსაც ყოველ 43 წუთში ერთხელ გააქვს გოლი. მესამე ადგილზე კრამარიჩია, 45 წუთიანი მაჩვენებლით.

ცნობისთვის, მიქაუტაძეს ბელგიის პროქსიმუს ლიგაში 7 თამაშში უკვე 14 გოლი აქვს გატანილი, რობერტ ლევანდოვსკის მაჩვენებელი კი 4 მატჩში 7 გოლია.
"ხულიგნებს ვეთამაშებით" - რა უთხრა მიულერმა მსაჯს ბარათის მიღების მომენტში
ჩემპიონთა ლიგის გახსნით ტურში მიუნხენის "ბაიერნმა" მადრიდის "ატლეტიკოს" უმასპინძლა და ანგარიშით 4:0 გაანადგურა.

პირველი ტაიმის მიმდინარეობისას მთავარმა არბიტრმა თომას მიულერი უცნაურ სიტაუციაში გააფრთხილა, რამაც ამ უკანასკნელის აღშფოთება გამოიწვია. თომასმა მაიკლ ოლივერს ამ ეპიზოდში შემდეგი სიტყვებით მიმართა:

"ეს ნამდვილად დაუჯერებელია. რა ხდება? მსოფლიო ფეხბურთში ყველაზე დიდ ხულიგნებთან, "ატლეტიკოსთან" ვთამაშობთ და ყვითელ ბარათს მე მიჩვენებ?" - განუცხადა თომასმა ოლივერს.
სრულიად მოულოდნელად - გნაბრი Covid 19-ისგან 2 დღეში განიკურნა
მოგეხსენებათ, სამშაბათს მიუნხენის "ბაიერნის" ლიდერს, სერჟ გნაბრის კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც მან "ატლეტიკოსთან" შეხვედრა გამოტოვა.

გერმანული გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, ახალგაზრდა ვინგერმა დღეს მორიგი ტესტი ჩაიტარა და რაც არ უნდა მოულოდნელი იყოს, უარყოფითი პასუხი მიიღო.

როგორც ჩანს, გნაბრიმ საკმაოდ მალევე მოახერხა ვირუსის დამარცხება. თუმცა, ამის მიუხედავად მას გარკვეული პერიოდის განმავლობაში თვითიზოლაციაში მოუწევს ყოფნა.

დიდი ალბათობით, გნაბრი მომდევნო დღეებში კიდევ ერთ ტესტს ჩაიტარებს და მორიგი უარყოფითი პასუხის შემთხვევაში სავარაუდოდ, 31 ოქტომბერს, "კიოლნთან" შეხვედრაში შეძლებს გუნდის დახმარებას.
ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის სიმბოლური ნაკრები ცნობილია
ჩემპიონთა ლიგის პირველი ტური დასრულდა და უკვე ცნობილია კვირის საუკეთესო თერთმეტეული გამოცემა Whoscored-ის ვერსიით.

"ატლეტიკოსთან" ბრწყინვალე გარჯა დაუფასდათ მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველებს. ხსენებულ პოზიციაზე 4-დან სამი ფეხბურთელი სწორედ "რეკორდმაისტერიდან" იყო. ესენი არიან იოზუა კიმიხი, ლეონ გორეცკა და კინგსლი კომანი.

სრული თერთმეტეული შემდეგნაირად გამოიყურება:

  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 0 0 0 0
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 0 0 0 0
3
ლუის დიასი
გოლი: 0 0 0 0
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 0 0 0 0
2
ლუის დიასი
ასისტი: 0 0 0 0
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 0 0 0 0
1
კონრად ლაიმერი
0 0 0 0 0
2
ლუის დიასი
0 0 0 0 0
3
დაიოტ უპამეკანო
0 0 0 0 0