ცნობილია - ვინ ჩაანაცვლებს მუსიალას ოქტომბრის მატჩებისთვის?
ოფიციალურად: ჯამალ მუსიალა გამოტოვებს გერმანიის ნაკრების ერთა ლიგის მომავალ თამაშებს ბოსნიასა და ნიდერლანდებთან.

ნაგელსმანის გადაწყვეტილებით მას გუნდში ჯეიმი ლეველინგი შეცვლის.

“შტუტგარტის” ფეხბურთელმა ამ სეზონში 9 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ჰაინერი: "კომპანი შესანიშნავ საქმეს აკეთებს. სასიამოვნოა გუნდის ყურება."
პრეზიდენტი ჰერბერტ ჰაინერი "ბაიერნის" ახლანდელ მდგომარეობაზე:

"არასაჭირო იყო "ასტონ ვილასთან" წაგება, მაგრამ ასეც ხდება ხოლმე. კვირას, ფრანკფურტში უნდა მოვიგოთ.

ვენსან კომპანი შესანიშნავ საქმეს აკეთებს და ამას მოედანზე ვხედავთ.

ჩვენ ბევრს დავრბივართ, ბევრს ვმუშაობთ, ბურთზე ბევრად ჩქარები ვართ და მაღალ პრესინგს ვცდილობთ.

ახლა ძალიან სასიამოვნოა გუნდის ყურება." 
- განაცხადა ჰაინერმა.
მუსიალა ტრავმირებულა - როგორია მისი მდგომარეობა და რამდენი ხნით იუქმებს?
"ბაიერნი" ადასტურებს, რომ ჯამალ მუსიალა ბარძაყის პრობლემის გამო ამ დროისთვის მოედნის გარეთ დარჩება.

ის გამოტოვებს "ბაიერნის" შემდეგ თამაშს, ისევე როგორც გერმანიის თამაშებს ბოსნიასა და ნიდერლანდებთან.

მუსიალა დარჩება მიუნხენში, რათა იმუშავოს მის დაბრუნებაზე.
ცნობილია მიზეზი - რატომ ვერ მოხვდა მუსიალა სასტარტო შემადგენლობაში?
ჯამალ მუსიალას "ლევერკუზენთან" მატჩის შემდეგ ბარძაყის პრობლემა ჰქონდა და "ბაიერნი" შიშობდა, რომ ტრავმა გამწვავდებოდა "ასტონ ვილასთან" შეხვედრის დაწყების შემთხვევაში.

განსაკუთრებით "აინტრახტის", "შტუტგარტის", "ბარსელონასა" და გერმანიის მატჩების წინ.

მუსიალა ინტენსიურ მკურნალობას გადის, რათა მოემზადოს შემდეგი თამაშებისთვის.
"ვიცოდი, რომ დურანი სროლას აპირებდა, რადგან.." - ემერი ნოიერის გაშვებულ გოლზე
უნაი ემერი (ასტონ ვილას მწვრთნელი) მანუელ ნოიერის გაშვებულ გოლზე:

”ანალიზის დროს ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ ნოიერის პოზიციონირებაზე, რომელიც ჩვეულებრივ ძალიან მაღალია ხოლმე.

ვიცოდი, დურანი სროლას აპირებდა, რადგან მას ჰქონდა აზრი, რომ ესეთი გოლის გატანა ნოიერის წინააღმდეგ შესაძლებელი იყო."
მიულერი: “დარწმუნებული ვარ, რომ წინ ბევრი გამარჯვება გველის.”
თომას მიულერი გუშინდელი თამაშის შესახებ:

"ასტონ ვილა რთული მეტოქე იყო. 1-0 მარცხი მტკივნეულია, მაგრამ ეს ჩვენთვის დიდი საქმე არ არის.

პირველ მატჩში ბრწყინვალე 9-2 მოგების წყალობით, ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი სხვაობა გოლებში. კიდევ 6 თამაში დაგვრჩა ლიგის ფაზაში, რათა შევასწოროთ ჩვენი პოზიცია ცხრილში.

დარწმუნებული ვარ, რომ ამ სეზონში
 ბევრი გამარჯვება გველის.”
ნაგელსმანმა სერჟ გნაბრის ნაკრებში დაბრუნებაზე ისაუბრა
მოგეხსენებათ დღეს ნაგელსმანმა გერმანიის ნაკრების შემადგენლობა წარადგინა ოქტომბრის მატჩებისთვის საიდანაც გავიგეთ, რომ გუნდში სერჟ გნაბრი დაბრუნდა.

მწვრთნელის კომენტარი ამასთან დაკავშირებით:

„სერჟს მძიმე წელი ჰქონდა ბევრი ტრავმებით.

ახლა მან შეძლო ფიზიკურად სტაბილიზაცია. ასევე შესრულების თვალსაზრისით, მას ბევრი კარგი თამაში ჰქონდა სეზონის დასაწყისში ბუნდესლიგასა და ჩემპიონთა ლიგაში.

ის არ არის ახალი სახე ეროვნულ ნაკრებში, მაგრამ დიდი ხანია ჩვენთან არ ყოფილა და სამწუხაროდ ევროპის ჩემპიონატი გამოტოვა.

ჩვენ მოუთმენლად ველით მის დაბრუნებას და მის თვისებებზე დაყრდნობას."
ნოიერი: "ეს ყოველთვის შეიძლება მოხდეს ფეხბურთში. მათ კარგად ითამაშეს"
მანუელ ნოიერი "ასტონ ვილასთან" 1 - 0 მარცხის შემდეგ კომენტარს აკეთებს:

"ჩვენ არ გვქონდა ცუდი თამაში, მაგრამ არც საუკეთესო არ ყოფილა.

ეს შეიძლება მოხდეს ფეხბურთში. მათ კარგად ითამაშეს და საქმე გაგვირთულეს.

ჩვენ მოვახერხეთ მომენტების შექმნა, მაგრამ სამწუხაროდ ვერ გამოვიყენეთ."
კომპანი: “აქ არ გავჩერდებით, ჩვენ დღევანდელი მატჩიდან ვისწავლით”
ვენსან კომპანი “ასტონ ვილასთან” მარცხის შემდეგ:

"თუ ობიექტური ვიქნები ვიტყვი, რომ თამაში კარგად დავიწყეთ, კარგი 15 წუთი გვქონდა, შემდეგ ცოტა დავკარგეთ ტემპი.

მიუხედავად ამისა, დიდი შანსები არ გავუშვით. მეორე ტაიმი ბევრად უკეთესი იყო, ჩვენ ვაკონტროლებდით, კარგად დავრბოდით და მომენტები შევქმენით, მაგრამ მათი გარდაქმნა ვერ მოვახერხეთ.

ვულოცავ “ასტონ ვილას”. აქ არ გავჩერდებით, დღევანდელი მატჩიდან ვისწავლით და გავაგრძელებთ."
ასტონ ვილა - ბაიერნი (ოფიციალური სასტარტო შემადგენლობა)
დღეს, 2 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:00 - საათზე, "ბაიერნი" ჩემპიონთა ლიგაზე "ასტონ ვილას" დაუპირისპირდება.

მატჩამდე 1 საათით ადრე ცნობილია მიუნხენელთა ოფიციალური შემადგენლობა:

ბაიერნი(4-2-3-1): ნოიერი © - ლაიმერი, უპამეკანო, კიმი, დეივისი - კიმიხი, პავლოვიჩი - გნაბრი, ოლისე, კომანი - კეინი.
ნაგელსმანს ორ მეკარეს შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება
ტერ შტეგენის ტრავმის შემდეგ, იულიან ნაგელსმანი აპირებს გაყოს თამაშის დრო ოლივერ ბაუმანსა და ალექსანდრ ნუბელს შორის მომავალ ორ თამაშში.

ბაუმანი, სავარაუდოდ, ერთ თამაშს დაიწყებს, ხოლო ნუბელი მეორეს. ორივე იბრძოლებს #1 ადგილისთვის, სანამ ტერ შტეგენი არ იქნება.

მეკარეების მწვრთნელი მხარს უჭერს ბაუმანის, როგორც ნომერ 1-ის იდეას.
“ეს არის ის, რაც სხვებისგან გამოგვარჩევს” - გნაბრი კომპანის სტილზე
სერჟ გნაბრი ვენსან კომპანიზე საუბრობს:

"მწვრთნელი მოითხოვს გარკვეულ სურვილს, ინტენსივობის მაღალ დონეს, რათა მეტოქეს შანსი არ მივცეთ.

ეს არის ის, რაც გამოგვარჩევს. მშვენიერია, რომ ისევ ასე დომინანტები ვართ. ბოლო წლებში ასე კარგად არ ყოფილა."
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 32 8 23 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 17 2 12 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 13 5 8 0
4
ლეროი სანე
გოლი: 10 1 8 1
5
თომას მიულერი
გოლი: 5 2 1 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 13 2 10 1
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 2 7 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 4 5 0
4
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
5
სერჟ გნაბრი
ასისტი: 6 2 3 1
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0