იტალიელი ინსაიდერი, ნიკოლო შირა საინტერესო ინფორმაციითაა. მისი თქმით, მანუელ ნოიერი ბაიერნში კიდევ 1 წლით დარჩება.
ლეგენდარულ მეკარეს ბაიერნთან კონტრაქტი ახლა, 2026 წლის ზაფხულში ეწურება, თუმცა შირას თქმით, ის კლუბში 2027 წლამდე დარჩება.
თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა და იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ტერ შტეგენი კვლავ მძიმედაა დაშავებული, იზრდება შანსი, რომ მანუ ნაკრებშიც დაბრუნდეს!