მიუნხენის "ბაიერნის" შემტევმა ნახევარმცველმა, თომას მიულერმა, თავის მომავალზე ისაუბრა.
"კარიერის ბუნდესლიგაში დასრულება თუ ახალი გამოწვევის მიღება? ეს ძალიან რთული შეკითხვაა.
"ბაიერნში" ბედნიერი ვარ, ახლა 29 წლის გახლავართ და ვგრძნობ, რომ მინიმუმ 35 წლამდე შემიძლია თამაში.
თუმცა არავინ იცის თუ რას უმზადებს მომავალი", - განაცხადა თომასმა.
თომას მიულერი "რეკორდმაისტერის" აღზრდილია დ პირველ გუნდში 2008 წლიდან ასპარეზობს.
მიულერმა "ბაიერნის" მაისურით 471 თამაში ჩაატარა და 181 გოლი გაიტანა.