"არსენალი" კიმიხის მიმართ ინტერესს გამოხატავს და ფეხბურთელთან მოლაპარაკებები უკვე გამართა. პრემიერ ლიგის გრანდს სურს, რომ კიმიხი თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატოს და ჟორჟინიოს პოტენციურ შემცვლელად განიხილავს.
კიმიხმა ორი წერილობითი შეთავაზება მიიღო უცხოეთიდან, ერთ-ერთი სწორედ პრემიერ ლიგიდანაა. ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც გერმანელი ფეხბურთელი ჯერ კიდევ არ ჩქარობს "ბაიერნთან" ახალი კონტრაქტის გაფორმებას.
თვითონ კიმიხმა მიუნხენის კლუბი უკვე გააფრთხილა მის მიმართ არსებული შეთავაზებების შესახებ. მიუხედავად ამისა, კიმიხის გარემოცვის ინფორმაციით, მოლაპარაკებები მაქს ებერლსა და კრისტოფ ფროინდთან კვლავ მიმდინარეობს.
შეთანხმება "ბაიერნთან" კვლავაც შესაძლებელია, თუმცა კლუბი მზადაა, მხოლოდ იგივე ან უფრო დაბალი ანაზღაურება შესთავაზოს მას.