დაიო უპამეკანოს ბაიერნთან ახალი კონტრაქტის გასაფორმებლად მხოლოდ რამდენიმე დეტალის დაზუსტება დარჩა.
ფეხბურთელის გარემოცვას სურს, ხელშეკრულებაში გამოსასყიდი პუნქტი შევიდეს, როგორც ჰარი კეინისა და ჯამალ მუსიალას შემთხვევაში, მაგრამ ბაიერნის ხელმძღვანელობა ამას არ თანხმდება.
წარსულში უპამეკანო პრემიერ ლიგაში გადასვლაზე ფიქრობდა, თუმცა ახლა ეს საკითხი აღარ არის აქტუალური.