მიუნხენის "ბაიერნის" რიგებში გაახალგაზრდავების პროცესი გრძელდება.
ფრანგული რადიო RMC Sport-ის ინფორმაციით, "რეკორდმაისტერის" რადარზე ამჯერად "ნიცას" 17 წლის ვინგერი, პედრო ბრაზაო გამოჩნდა.
ახალგაზრდა ფეხბურთელი პორტუგალიის ამომავალ ვარსკვლავად ითვლება და მას ეროვნულ გუნდში დებიუტი უკვე ჰქონდა.
წყაროს ცნობით, ბრაზაოს დამატება "ბაიერნის" გარდა ასევე "ლივერპულს", "პსჟსა" და "სპორტინგს" სურთ.