მანუელ ნოიერი "ბაიერნის" 125 წლის იუბილეზე:
"უსიტყვოდ დაუვიწყარი შეგრძნებაა ტიტულების მოგება, და რაც "ბაიერნში" ვარ, უნიკალური ეპოქის ნაწილი გავხდი. ორჯერ მოვიგეთ ტრებლი, 11 ზედიზედ ბუნდესლიგის ტიტული - ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ კლუბის ნაწილი ვარ, რომელიც ახლა უკვე 125 წლისაა და არანაირ დაბერების ნიშნებს არ ავლენს, რადგან ყოველთვის ახალ ძალებს იკრებს, რათა არასდროს შეჩერდეს.
გილოცავთ ყველა გულშემატკივარს, ვინც მუდამ და ყველგან მხარს გვიჭერთ - ყველა ჩვენი ტიტული თქვენ გეკუთვნით!"