ბოლო დროს აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ მანუელ ნოიერმა შესაძლოა მიუნხენის "ბაიერნი" დატოვოს.
გერმანული გამოცემა Kicker-ის ინფორმაციით, "რეკორდმაისტერი" მაქსიმალურად ცდილობს კლუბის კაპიტნის შენარჩუნებას.
წყაროს ცნობით, ხელმძღვანელობამ უკვე დაიწყო მოლაპარაკებები 33 წლის მეკარესთან და მზადაა, რომ კიდევ 2 წლით გაუხანგრძლივოს კონტრაქტი.
შეგახსენებთ, რომ ნოიერს "ბაიერნთან" მიმდინარე ხელშეკრულება 2021 წლის ზაფხულში ეწურება.