მიუნხენის "ბაიერნი" მარჯვენა მცველის ძიებას განაგრძობს.
გამოცემების, Sky-სა და Bild-ის ინფორმაციით, "რეკორდმაისტერი" ძალიან ახლოსაა მადრიდის "რეალის" ახალგაზრდა ფეხბურელის, ალვარო ოდრიოსოლას დამატებასთან.
მოგეხსენებათ, 24 წლის ფეხბურთელი ამჟამად კარვახალის შემცვლელად განიხილება. ჰაკიმ აჩრაფის დაბრუნების შემდეგ კი ის გუნდის მესამე მარჯვენა მცველი გახდება.
შესაბამისად, "სამეფო კლუბი" მის გასხვისებას აპირებს. წყაროს ცნობით, "ბაიერნი" ოდრიოსოლას ზამთარში ნახევარწლიანი იჯარით გაიფორმებს, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს კი სრულად გამოისყიდის.