ბაიერნის კორეელი მცველი, კიმ მინ-ჯე, ამჟამად მცირე ტრავმასთან დაკავშირებულ პრობლემებს განიცდის. მიუნხენელთა ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ვენსან კომპანიმ, მის მდგომარეობაზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ფეხბურთელს ქუსლის მყესი აწუხებს.
“მინ-ჯე პრობლემებს განიცდის. ეს ყველასთვის ცნობილი იყო. ვიმედოვნებთ, რომ მალე დაბრუნდება.
მთავარია, რომ დატვირთვა სწორად გავანაწილოთ, რადგან მას დიდი სამუშაოს შესრულება უკვე მოუწია. ვიმედოვნებთ, რომ ეს სერიოზული პრობლემა არ იქნება,” – განაცხადა კომპანიმ.