გერმანული გამოცემა Bild-ის ინფორმაციით მიუნხენის "ბაიერნმა" ამსტერდამის "აიაქსის" ახალგაზრდა ვინგერი, ნიკოლას კუნი დაიმატა.
20 წლის ფეხბურთელი ჰოლანდიური კლუბის ამომავალ ვარსკვლავად ითვლება და ის მეორე გუნდში ასპარეზობდა, სადაც 17 თამაშში 3 გოლი და 2 ასისტი აქვს გაკეთებული.
წყაროს ცნობით, კუნი "რეკორდმაისტერის" რიგებს 6-თვიანი იჯარის წესით შეუერთდა. თუმცა, კლუბს მისი გამოსყიდვის უფლება არ ექნება.