ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტიაგო ალკანტარა მიუნხენის "ბაიერნში" თავს კომფორტულად არ გძნობს და გუნდის დატოვება სურს.
გერმანული გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, ესპანელ ნახევარმცველსა და კლუბის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა შედგა.
წყაროს ცნობით, "რეკორდმაისტერმა" ტიაგოს განუცხადა, რომ თუ მას წასვლა სურს, შეუძლია კლუბი დატოვოს. შესაბამისად, დიდი ალბათობით, ესპანელი სულ მალე დატოვებს გუნდს.
შეგახსენებთ, რომ ტიაგოს დამატებით ყველაზე მეტად ლონდონის "ტოტენჰემია" დაინტერესებული, რომელიც მზადაა 54 მილიონი ფუნტი გადაიხადოს.