მიუნხენის "ბაიერნს" აკადემიის ორი ფეხბურთელი დატოვებს.
გერმანული გამოცემების ინფორმაციით, 19-წლამდელთა გუნდის წევრი, რაიან იოჰანსონი სულ მალე კარიერას ანდალუსიის "სევილიაში" გააგრძელებს.
რაც შეეხება ახალგაზრდული გუნდის კიდევ ერთ წევრს, მაქსიმილიან ფრანცკეს ის კარიერას ბუნდესლიგა 2-ის ბინადარ "სანკტ-პაულში" გადაბარგდება.
პირველი მათგანი პოზიციით ნახევარმცველია და ის "ბაიერნში" 2017 წლიდან ირიცხებოდა. რაც შეეხება ფრანცკეს, ის "რეკორდმაისტერის" აღზრდილია და აკადემიაში 2014 წლიდან თამაშობდა.