ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ მიუნხენის "ბაიერნს" ჟერომ ბოატენგი დატოვებს.
"რეკორდმაისტერმა" გერმანელი მცვლელის შემცვლელს მიაგნო. გამოცემა Sky-ს ინფორმაციით, კლუბის რადარზე ამჯერად "ლაიფციგის" ფეხბურთელი, დაიოტ აპამეკანო გამოჩნდა.
ახალგაზრდა მცველის სატრანსფერო ღირებულებას 50 მილიონ ევროს შეადგენს. თუმცა, მას კლუბთან კონტრაქტი 2021 წელს ეწურება და დიდი ალბათობით, "ლაიფციგს" ზაფხულში მისი დათმობა შედარებით ნაკლებ ფასად მოუწევს.