მიუნხენის "ბაიერნის" აწ უკვე ყოფილი თავდამსხმელი, რაიან იოჰანსონი კარიერას ანდალუსიის "სევილიაში" გააგრძელებს.
ესპანური კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, 18 წლის ფეხბურთელმა "დალაქებთან" ექვსწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
იოჰანსონი "რეკორდმაისტერის" ახალგაზრდული კლუბის წევრი გახლდათ და მან 19-წლამდელთა ჩემპიონთა ლიგაზე მიმდინარე სეზონში 5 მატჩში 2 გოლის გატანა მოახერხა.