მიუნხენის "ბაიერნის" მარცხენა მცველის, ლუკას ერნანდესის დაბრუნების თარიღი ცნობილია.
გერმანული გამოცემა Kicker-ის ინფორმაციით, ფრანგი ფეხბურთელის აღდგენითი პროცესები კარგად მიმდინარეობს და ის დაახლოებით 3-4 კვირაში დაბრუნდება.
წყაროს ცნობით, სავარაუდოდ, ერნანდესი "ჩელსისთან" პირველ 1/8 ფინალური ეტაპის მატჩს გამოტოვებს. განმეორებითი შეხვედრისთვის კი სრულად მზად იქნება.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის ფეხბურთელმა დაზიანება ოქტომბერში მიიღო და მას შემდეგ ვერ ეხმარება გუნდს.