მაქს ებერლი და კრისტოფ ფროინდი თავდაპირველად დარწმუნებული იყვნენ, რომ დაიო უპამეკანოსთან კონტრაქტის მოლაპარაკებებს სწრაფად დაასრულებდნენ. თუმცა, ბოლო დღეებში მოლაპარაკებები მცირე ბარიერს წააწყდა.
არსებობს რამდენიმე საკითხი, რომელზეც მხარეებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. მიუნხენის ბაიერნი ვერ თანხმდება ფეხბურთელის ანაზღაურების გაზრდას იმ დროს, როდესაც კლუბი მთლიანობაში ხარჯების შემცირებას ცდილობს.
ამასთანავე, ფეხბურთელის წარმომადგენლები ითხოვენ ცვლილებას გამოსასყიდ პუნქტში. მათ მიაჩნიათ, რომ მოქმედი გამოსასყიდი თანხა (120 მილიონი ევრო) მეტისმეტად მაღალია და ითხოვენ მის შემცირებას. ბაიერნის ხელმძღვანელობაზე ზეწოლაა – ვინსენტ კომპანი სურს ფრანგ ფეხბურთელთან მუშაობის გაგრძელება.