ევროპის არაერთი კლუბი ინტერესდება კიმ მინ-ჯეს ტრანსფერით, თუმცა პრობლემას ხელფასი წარმოადგენს. კიმს ბაიერნში საკმაოდ მაღალი ანაზღაურება აქვს. როცა მიუნხენურმა კლუბმა ის ნაპოლიდან გადაიბირა, გადამხდელი თანხა ძალიან დიდი არ ყოფილა, მაგრამ მოთამაშეს სოლიდური ხელფასი დაუნიშნეს.
ამიტომ, თუ კიმს ევროპის რომელიმე კლუბში გადასვლა მოუნდება, დიდი ალბათობით, ხელფასის დაკლებაზე მოუწევს წასვლა - წინააღმდეგ შემთხვევაში შეთანხმება რთული იქნება.
ამავდროულად, კიმით რეალურად ინტერესდებიან საუდის არაბეთშიც. იქაურ კლუბებს შეუძლიათ არამხოლოდ მისი მიმდინარე ხელფასის გათანაბრება, არამედ კიდევ უფრო მაღალი თანხის შეთავაზებაც.
ყველაფერი თავად ფეხბურთელსა და ბაიერნზეა დამოკიდებული - მიიღებენ თუ არა შესაბამის წინადადებებს. თუმცა კიმ მინ-ჯეს მიუნხენიდან წასვლის ალბათობა ნამდვილად რეალურია.