გავრცელებული ცნობების მიხედვით, ლეროი სანემ უარი თქვა არსენალში გადასვლაზე და ბაიერნს თავისი გრძელვადიანი მომავალი დაუკავშირა, ხელფასის შემცირებით ახალ კონტრაქტზე ხელმოწერით.
“მეთოფეები” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში პროდუქტიულ ფლანგის მოთამაშეს ეძებენ და თვალი მიუნხენის ვინგერს დაადგეს. თუმცა გერმანელმა ჩრდილოეთ ლონდონის კლუბს უარი უთხრა და არჩევანი ბავარიულ გრანდზე გააკეთა.
ლეროი სანე ბუნდესლიგის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ჩამოყალიბდა მას შემდეგ, რაც 2020 წლის ივლისში მანჩესტერ სიტიდან გადავიდა. გამოცდილი ვინგერი დიდი მოლოდინების ფონზე შეუერთდა ალიანც არენას და მანამდე მანჩესტერ სიტიში წარმატებული კარიერის შემდეგ დიდი ყურადღება მიიპყრო.