SPORTBILD-მა ჰკითხა გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს, გადაეცემა თუ არა ბუნდესლიგის თასი ბაიერნს სეზონის ბოლო საშინაო მატჩის შემდეგ გლადბახის წინააღმდეგ, თუ ბოლო ტურის შემდეგ ჰოფენჰაიმში.
ფედერაციამ პასუხისგან თავი შეიკავა და განაცხადა, რომ დაელოდებიან ჩემპიონობის ოფიციალურად გადაწყვეტას.
ბაიერნს სურს, რომ თასის აღნიშვნა შედგეს ალიანც არენაზე, თომას მიულერისთვის ბოლო საშინაო მატჩში, სრულად შევსებული ტრიბუნების წინაშე და არა მხოლოდ 3000 სტუმარი გულშემატკივრის თანდასწრებით ჰოფენჰაიმში.