მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა კაპიტანმა და ნახევარმცველმა, მიხაელ ბალაკმა, კალუმ ჰადსონ-ოდოის გერმანული კლუბის ქომაგებისთვის არასასიამოვნო რჩევა მისცა.
"ისეთ კლუბში რომ გავზრდილიყავი, როგორიც "ჩელსია", აქ დარჩენა მენდომებოდა.
ჰადსონ-ოდოი ლონდონსა და მთლიანად ინგლისში ერთ-ერთი გამორჩეული ტალანტია, ამიტომ მის ადგილას დავრჩებოდი და ჩემს გზას გავიკვლევდი.
იმედი მაქვს, რომ ის "ჩელსის" ახალი კონტრაქტის თაობაზე შეუთანხმდება, ვინაიდან ის კლუბის მომავალია. იმედი მაქვს, ის მეტ სათამაშო დროსაც მიიღებს", - განაცხადა მიხაელმა.
"რეკორდმაისტერი" "არისტოკრატების" 18 წლის ინგლისელი სუპერ-ტალანტით აქტიურად ინტერესდება.
ჰადსონ-ოდოისაც ხიბლავს "ბაიერნის" შეთავაზება და დიდი შანსია, რომ ზაფხულში კალუმი "ალიანს არენაზე" ვიხილოთ.