"რეკორდმაისტერის" რადარზე კატალონიის "ბარსელონას" ახალგაზრდა ვარსკვლავი, კარლეს პერესი გამოჩნდა.
ესპანური გამოცემა Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, მიუნხენურმა გრანდმა 21 წლის ვინგერის ტრანსფერზე მუშაობა უკვე დაიწყო.
წყაროს ცნობით, კიკე სეტიენის გეგმებში პერესი არ შედის და სწორედ ამიტომ, კლუბი მის გასხვისებას მიმდინარე წელს ეცდება.
"ბაიერნის" გარდა ახალგაზრდა ფეხბურთელის დამატება ასევე "დორტმუნდსა" და "რომას" სურთ.