ლეროი სანე უკმაყოფილო იყო იმ პირობებით, რაც მისმა ძველმა აგენტებმა ბაიერნთან შეთანხმეს. პინი ზაჰავი მას დაჰპირდა, რომ უკეთეს კონტრაქტს მოუტანდა, სწორედ ამიტომ მოხდა აგენტის შეცვლა.
სანეს ჯერ კიდევ სურს ბაიერნში დარჩენა, თუმცა ის არ აპირებს ძველ შეთანხმებაზე ხელმოწერას. ამიტომ, მისი წასვლა ახლა შესაძლებელი გახდა. თუ ის მართლაც წავა, სანეს უპირატესობა პრემიერ ლიგაა, განსაკუთრებით — ლონდონი.
არსენალი და ჩელსი რეალური ვარიანტებია. რაც შეეხება საუდის არაბეთს — ამ ეტაპზე ეს არ არის რეალური ვარიანტი.