ბოლო დროს აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მანუელ ნოიერმა შესაძლოა მიუნხენის "ბაიერნი" დატოვოს.
აღნიშნულ თემაზე "რეკორდმაისტერის" აღმასრულებელმა დირექტორმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ ისაუბრა.
"ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ მისი შენარჩუნება გვსურს. ამაზე დავაც კი არ არის საჭირო."
"ჩვენი მიზანია, რომ ახალი კონტრაქტი გავაფორმოთ, თუმცა, ამისთვის პირველ რიგში მანუსთან და მის აგენტთან მოლაპარაკებებია საჭირო." -აცხადებს რუმენიგე.