ბაიერნსა და ლევერკუზენს შორის ფლორიან ვირცის ტრანსფერზე მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.
არსებული ცნობებით, მხარეებს შორის პოზიტიური დინამიკაა და ოპტიმიზმია, რომ შეთანხმება მალე საბოლოო სახეს მიიღებს.
ფლორიან ვირცს ბაიერნთან უკვე მიღწეული აქვს პირადი შეთანხმება – კონტრაქტი 5-წლიანია და მისი წლიური ანაზღაურება დაახლოებით 20-დან 25 მილიონ ევრომდე იქნება.
ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ბაიერნის მხრიდან მაღალ ნდობასა და ინტერსს ვირცის მიმართ, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე ტალანტიან და პერსპექტიულ მოთამაშედ ითვლება ევროპაში.