გერმანიის ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის ფინალურ ეტაპზე ჯამალ მუსიალას გარეშე იასპარეზებს. ეს გადაწყვეტილება გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა ბაიერნის სპორტული დირექტორის, მაქს ებერლის თხოვნის საფუძველზე მიიღო.
მაქს ებერლმა ნაგელსმანს სთხოვა, რომ მუსიალა ამჯერად არ გამოეძახებინა ნაკრებში, რათა ფეხბურთელს საშუალება ჰქონდეს სრულად მოემზადოს საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატისთვის. მიუნხენის ბაიერნი ამ ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად ითვლება, ამიტომ კლუბი ცდილობს, მუსიალა მაქსიმალურად კარგ ფიზიკურ მდგომარეობაში შეხვდეს მას.
მუსიალას არყოფნა უდიდესი დანაკლისია გერმანიის ნაკრებისთვის, თუმცა მიღებული გადაწყვეტილება მისაღებია როგორც მოთამაშის ჯანმრთელობის, ისე ბაიერნის ინტერესების გათვალისწინებით.