მილანი შესაძლოა კიმ მინ-ჯეს ახალი კლუბი გახდეს. “ბაიერნმა” კორეელ მცველს აცნობა, რომ შეუძლია ახალი გუნდი მოძებნოს და მისი აგენტი პრიორიტეტად იტალიაში დაბრუნებას მიიჩნევს.
თუმცა, ამ ეტაპზე ტრანსფერს ეკონომიკური სირთულეები ახლავს თან. პირველ რიგში, “ბაიერნი” იჯარას არ განიხილავს და მხოლოდ სრულფასოვანი გაყიდვა სურს - მინიმუმ 30 მილიონ ევროდ.
მეორეც, კიმი წელიწადში დაახლოებით 8-9 მილიონ ევროს იღებს ხელფასის სახით, რაც მილანისთვის დამატებითი სირთულეა. ამ ეტაპზე ტრანსფერი გართულებულია, თუ “ბაიერნი” იჯარის ვარიანტზე არ დათანხმდა.