მიუნხენის "ბაიერნის" ფრანგი გარემარბის, კინგსლი კომანის დაბრუნების თარიღი ცნობილია.
გერმანული გამოცემების ინფორმაციით, 23 წლის ფეხბურთელი მატჩის ჩასატარებლად მზადაა და ის ბუნდესლიგის მომავალ ტურში, "მაინცის" წინააღმდეგ ითამაშებს.
მძიმე ტრავმის შემდგომ კომანმა მხოლოდ მიმდინარე კვირაში შეძლო სრულად დაბრუნება და გუნდთან ერთად ვარჯიშის ჩატარება.
ფლიკმა არ გარისკა და "შალკესთან" შეხვედრაში კომანი განაცხადს მიღმა დატოვა. მომავალი კვირიდან კი ფრანგი უკვე თავისუფლად შეძლებს მინდორზე დაბრუნებას.