ჯონათან ტა საფრანგეთთან მარცხზე საუბრობს:
„დღეს ყველაფერი დავდეთ მოედანზე. პირველი ტაიმი ბრწყინვალე იყო — ერთადერთი, რაც გვაკლდა, გოლი იყო. შესვენებაზე 4:1–ით შეგვეძლო წასვლა.
მეორე ტაიმში თამაში ცოტა არეულად წარიმართა. მაღლა ვაწვებოდით და მეტი რისკი ავიღეთ, რამაც საფრანგეთს კონტრშეტევისთვის სივრცეები მისცა. რთული იყო დაცვაში თამაში ასეთი ბევრი სივრცის პირობებში, მაგრამ რაღაც ეტაპზე რისკზე წასვლა გვჭირდებოდა.
მთლიანობაში, მიუხედავად მარცხისა და იმისა, რომ ახლა ამის თქმა ძნელია, კარგი მატჩი გვქონდა — უბრალოდ, გოლები დაგვაკლდა.“