მიუნხენის "ბაიერნის" სპორტულმა დირექტორმა, ჰასან სალიჰამიჯიჩმა გუნდის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
"სატრანსფერო ბაზარი 31 იანვრამდე ღიაა, შესაბამისად, ჩვენ ვინარჩუნებთ სიმშვიდეს. საჩქარო არაფერია."
"გუნდის შემადგენლობა ვითარდება, მწვრთნელს აქვს დიდი არჩევანი მოთამაშეების. ამ ყველაფრის გათვალისწინებით დიდი ცვლილებები არაა საჭირო." - აცხადებს სალიჰამიჯიჩი.
შეგახსენებთ, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს "რეკორდმაისტერმა" ალვარო ოდრიოსოლა დაიმატა იჯარის წესით.