ბოლო დროს აქტიურად ვრცელდება ჭორები იმის შესახებ, რომ კატალონიის "ბარსელონას" იოზუა კიმიხის შეძენა სურს.
თავის მომავალზე ახალგაზრდა გერმანელმა ფეხბურთელმა კომენტარი გააკეთა.
"სიმართლე გითხრათ, ახლა ზუსტ პასუხს ვერ გეტყვით. არ ვიცი, რა მოხდება მომავალში, რადგან არ ვიცი, თუ რა იქნება ჩემთვის საუკეთესო 2-3 წლის შემდეგ."
"მქონდა შეგრძნება, რომ რაღაც ახალის, საინტერესოს ნაწილი ვიყავი და კონტრაქტიც სწორედ ამიტომ გავახანგრძლივე." - აცხადებს კიმიხი.