ატლეტიკ ბილბაოს ურჩევნია ნიკო უილიამსი ბაიერნს მიჰყიდოს, ვიდრე ბარსელონას.
კლუბი მზად არის ბაიერნს ფინანსური თვალსაზრისით უფრო მოქნილი პირობები შესთავაზოს.
ბარსელონასთან კი ისინი მთლიანი თანხის ერთიანად გადახდას ითხოვენ. ბაიერნი ეყრდნობა ატლეტიკის პოზიციას, რადგან კარგად იცის, რომ ბარსელონას გაუჭირდება თანხის ერთიანად გადახდა.
მიუხედავად სირთულეებისა, ბარსა მაინც დარწმუნებულია, რომ ნიკო უილიამსს გაიფორმებს.