ბოლო დროს აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიუნხენის "ბაიერნი" ჰაკიმ აჩრაფის დამატებით არის დაინტერესებული.
აღნიშნულ თემაზე კომენტარი მაროკოელი ფეხბურთელის აგენტმა, ალეხანდრო კამანომ გააკეთა.
"ბაიერნი დიდებული კლუბია და ნებისმიერი მოთამაშისთვის იქ გადასვლა დიდი წარმატებაა. თუმცა, მიუნხენიდან არავინ დაგვკავშირებია." - აცხადებს კამანო.