გუშინ ღამით ჯამალ მუსიალამ პარი სენ-ჟერმენთან შეხვედრაში კოჭის უმძიმესი დაზიანება მიიღო და როგორც Bild-მა დაწერა, ფეხბურთელს 4-5 თვის გამოტოვება მოუწევს.
ახლახანს ამასთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. როგორც ირკვევა, მუსიალას ტრავმის გამო გაჩნდა რეალური შესაძლებლობა იმისა, რომ ტომას მიულერი გუნდიდან აღარ წავიდეს.
ბაიერნის ლეგენდა კონტრაქტის გახანგრძლივებას აღარ აპირებდა, თუმცა ახლა სერიოზულად განიხილება 6-თვიანი ხელშეკრულების გაფორმება, რათა მიულერმა გუნდს მუსიალას არყოფნაში შესაბამისი შევსება მისცეს!