გუშინ ჯამალ მუსიალამ ჯანლუიჯი დონარუმასთან შეჯახებით კოჭის მძიმე ტრავმა მიიღო და გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელს 4-5 თვის გამოტოვება მოუწევს.
მატჩის შემდეგ მანუელ ნოიერის კომენტარი გავრცელდა, რომელმაც მუსიალას ტრავმაში დონარუმა დაადანაშაულა:
"მსგავს სიტუაციაში ასე უხეშად თამაში არ შეიძლება. დონარუმამ გარისკა მეტოქისთვის ტრავმის მიყენება. მატჩის შემდეგ მასთან მივედი და ვუთხარი, რომ მუსიალა ენახა და პატივისცემა გამოეხატა. მან ეს ყველაფერი მხოლოდ მოგვიანებით გააკეთა, რასაც მე პირდაპირ ვიზამდი.", - თქვა ნოიერმა.