"მოგვშორდი გუნდიდან" - ბაიერნის სამიზნე ლუის დიასს ლივერპულის ფანები დაუპირისპირდნენ

"მოგვშორდი გუნდიდან" - ბაიერნის სამიზნე ლუის დიასს ლივერპულის ფანები დაუპირისპირდნენ

ბაიერნში გადავა თუ არა არ ვიცით, თუმცა ის კი ცნობილია, რომ ლუის დიასი გერმანული კლუბის სამიზნეთა სიაში იყო და არის, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს.

ერთი ისაა, რომ კოლუმბიელ ფეხბურთელს ახლა ენფილდზე დაბრუნება ნაკლებად ენდომება, ყველაფერი კი მისი თანაგუნდელის გარდაცვალებას ეხება.

დიოგუ ჟოტას დაკრძალვას ლუის დიასის გამოკლებით მთელი ლივერპული დაესწრო. კოლუმბიელი ფეხბურთელი ამ დროს წვეულებას ესწრებოდა და თავს საკმაოდ ბედნიერადაც გრძნობდა.

მას შემდეგ, რაც დიასმა ჟოტასადმი სამძიმრის წერილი გამოაქვეყნა, გულშემატკივრებმა კოლუმბიელს სწორედ ამ ფაქტის გარშემო შეუტიეს.

სხვათა შორის, მაშინ როცა ლუის დიასის მამა კრიმინალურმა დაჯგუფებამ გაიტაცა, მინდორზე დიასის ფორმის აფრიალებით მხარდაჭერა სწორედ ჟოტამ გამოხატა, ლუისის მხრიდან კი დაკრძალვის გამოტოვება ლივერპულის ფანებს ძალიან არ მოეწონათ და ფეხბურთელს გუნდის დატოვებისკენ სოციალურ ქსელში აქტიურად მოუწოდებენ.


8-07-2025, 00:57
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2